“ოჯახის შექმნას ვაპირებ…” – ნინი ბადურაშვილის მოულოდნელი განცხადება – ნახეთ რას ამბობს მომღერალი

0
835
22 Views

ნინი ბადურაშვილმა კვირის პალიტრასთან ინტერვიუში წარსულსა და პირად ცხოვრებაზე ისაუბრა. როგორც მან განმარტა, მასსა და მის ყოფილ მეუღლეზე უამრავი ჭორი დადიოდა:

– შენი ყოფილი მეუღლის თემას რომ მივუბრუნდეთ…

– ირაკლი სხვა ტიპაჟია, მე – სხვა, აბსოლუტურად, განვსხვავდებით. ცუდი ადამიანი ნამდვილად არ არის, უბრალოდ, ჩემი წყვილი არ არის, ცოლად სხვა რომ მოიყვანოს, ალბათ მასთან ბედნიერი იქნება. მგონია, ჩვენი ეს ქორწინება იმიტომ შედგა, რომ ამქვეყნად ელენე მოსულიყო. ვიმეორებ, აბსოლუტურად შეუსაბამო წყვილი
ვართ. ის, რომ სხვადასხვანაირად ვფიქრობთ, შეხედულებაც სხვა გვაქვს, ვიდრე დავქორწინდებოდით, ეს არ ჩანდა და ვერც გამოჩნდებოდა, რადგანაც მხოლოდ ტელეფონითა და სკაიპით ველაპარაკებოდით ერთმანეთს. როდესაც უკვე ერთად აღმოვჩნდით, გაირკვა, რომ მე და ირაკლი, როგორც ცა და დედამიწა, ისე განვსხვავდებოდით.

– მერე ელენეს დაბადებისას კვლავ აღმოჩნდი “მოვლენების ეპიცენტში”, რაც შენი ოჯახის დანგრევით იყო გამოწვეული. შენზე ლაპარაკობდა სრულიად საქართველო. ეს რა ეტაპი იყო?

– გაოგნებული ვიყავი, ეს ყველაფერი რატომ ხდებოდა ჩემს ცხოვრებაში, ვერ ვხვდებოდი. ეს წარმოუდგენელი სიგიჟე იყო… გულნატკენი ვიყავი იმით, რომ ადამიანები ჩემი მდგომარეობის გარჩევით ერთობოდნენ, თან, ისიც მაოცებდა, რატომ ვიწვევდი ასეთ ინტერესს?! სამშობიაროში რომ მიმიყვანეს, მახსოვს, მიმღებში პრესა დამხვდა, თავი საქართველოში არ მეგონა…

– ელენე შენს ცხოვრებაში დღეს მთავრი ადამიანია, რომელმაც, მგონი, რადიკალურად შეგცვალა.

– ელენე არის ნათელი, სისუფთავის ფერი, თან, ამავე დროს, ვარდისფერი, თეთრიც, გამჭვირვალე, ღია წყლისფერი, მაგრამ ალბათ მაინც ვარდისფერი.

– აქვს თუ არა შენნაირი მუსიკალური მონაცემები?

– არა, სამწუხაროდ, ამას ვერ ვატყობ, მე მის ასაკში, როგორც უკვე ვთქვი, ვმღეროდი, მაგრამ აჩემებული არ მაქვს, რომ მსახიობი გამოვიდეს, ან მომღერალი. მინდა, რომ ძლიერი, დამოუკიდბელი ქალი იყოს, მიყვარს ასეთი ქალები, თვითონაც ასეთი ვარ, თუმცა ძლიერ ქალებს როგორც წესი, პირად ცხოვრების აწყობა უჭირთ. მათ გვერდით მამკაცებიც იჩაგრებიან.

ვნახოთ, ელენეს არჩევანი რა იქნება, რას და როგორ გაჰყვება, ამაზე ლაპარაკი ჯერ ძალიან ადრეა. შეიძლება კარგი სპორტსმენი გამოვიდეს, სპორტსმენობა მეც მიზიდავდა, ჩოგბურთი, ცურვა მიყვარდა. ელენეს ცხოვრებაში რადიკალურად ვერ ჩავერევი, მაგრამ ვეცდები, რომ სწორი მიმართულება მივცე.

– ოჯახის შექმნას კიდევ აპირებ?

– კი, არ მეშინია ამ ნაბიჯის გადადგმის, მაგრამ ჯერჯერობით ასე კარგად ვგრძნობ თავს. თუმცა ყოფილ მეუღლესთან დაშორების შემდეგ, ცოტა სხვანაირი გავხდი, ხასიათი შემეცვალა, უფრო დავმძიმდი, ვიდრე ადრე ვიყავი

Cesko