23 Views
ბიოლოგ ვასო გაბუნიას სახალისო და დაუჯერებელი ისტორია გადახდა თავს, რომლის შესახებაც სოციალურ ქსელში მისი შვილი ქეთა გაბუნია წერს:
„საოცარ ისტორიაში გავეხვიეთ მე და ჩემი და, ბურიანში გვაქვს მიწა, შავი კარკასით.
მამაჩემი ჩავიდა გუშინწინ და დახვდა გაჩაღებული მშენებლობა.
ღობე, კარ-ფანჯარა, გადახურვა, მიწა მოსწორებული, კომუნიკაციები მიყვანილი.
ეს ადგილი ახალი წესით უნდა გაგვეტარებინა რეესტრში, ამიტომ ცოტა შევშინდით.
საბოლოოდ, აღმოჩნდა რომ კაცმა იყიდა მიწა პარალელურ ქუჩაზე, შეეშალათ და ჩვენი აჩვენეს”.