“მაინც ვერ გაითვალისწინა ამ ნიკა მელიამ, რომ თბილისი და საერთოდ ქალაქი არ არის სოლოლაკში ცხოვრება” – თაკო ჩარკვიანი

October 10, 07:52
0
339

“პატივცემულო” კლასტერის წარმომადგენლებო, ვხედავთ რომ ახლა თქვენი გეგმაა იმ ოჯახებს დაესხათ, ვინც ტალახით და ცილისწამებით ბოლომდე ვეხმარებით და ჩართულები ვართ, რომ როგორმე სააკაშვილი ცოცხალი გადარჩეს და გაიყვანონ უცხოეთში”, – ამის შესახებ „კანონი და სამართლის“ ლიდერი თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში წერს.

“ჩემთვის ძველი კარგად “ნაცნობი” , ნაძირლური კაგებეშნიკური გეგმაა, იქნებ დავიღალოთ როგორმე და ნელ-ნელა მარტო დატოვონ დაუძლურებული მესამე პრეზიდენტი , 90-იან წლებში ყველა ვინც ოდესმე ეხმარებოდა ან დახმარებია გამსახურდიას, მოაცილეს გადაჰკიდეს ხალხი ერთმანეთს, გაანაწყენეს , შეურაცხყვეს, აფურთხეს თუ აქეთ თუ იქით და პრაქტიკულად დატოვეს მარტო პრეზიდენტი და მერე მოკლეს. აი ორი დღის წინ ნიკა მელიამ ჯანდაცვასთან იმიტაცია, რომ შექმნა (განზრახ) რომ ეჩვენებინა რომ თითქოს 50, 60 კაცი გამოდის მხოლოდ სააკაშვილის გამო ( იტყვი რაღაცას და “მობოდავენ” – მიშას არ უნდა აქციებიო) კი მაგრამ სააკაშვილი უარს იტყოდა 500 ან 1000 კაცი რომ მისულიყო ჯანდაცვასთან ეწყინებოდა თუ რა????

აი ეს ვისაც სჯერა მათი პრობლემაა “დაიბრავონ” თავი მათი საქმეა…

მოკლედ “პაივცემულო “ამხანაგო ტროლებო” თუ იქით თუ აქეთ, ჩემი დაღლა გამორიცხეთ – შანსი არ არის , პირიქით პრინციპის და ღირებულების საკითხია და უფრო საინტერესოა ბრძოლა!

ნიკა მელიაც ლუსტრირებულია თავისი ” ტროლეიბუსის ” მოსამსახურეებით “ფილადელფიის” ტროლიდან დაწყებული, ტროლად ქცეული სკოლის “დურაქტორით” დამთავრებული.

მაინც ვერ გაითვალისწინა ამ ნიკა მელიამ და არც მისმა ტროლად ქცეულმა სკოლის დირექტორმა ლაგვილავამ , რომ თბილისი და საერთოდ ქალაქი არ არის სოლოლაკში ცხოვრება. ან კიდევ ახალი ჯიპი, ან ფერადი შორტები ბრენდული – მანჰეტენზე, ვერც ლიდერად “დაგნიშნავს”ვერავინ , არც ბინძური მესიჯბოქსის გაშვებაა ” ჩატში” კარგი საქციელი და , აი არც ის, აი რომ შეჭამ არც იქვე ჩაფურთხებაა წესი და რიგი, არც ოჯახებზე თავდასხმა ლანძღვით სხვებს ამოფარებული რომ ხარ, არც ციხეში მყოფ პრეზიდენტზე იმის თქმა რომ “შენი მეგობარი არ არის და ვერც იქნება” ოღონდ მისი დაფუძნებული პარტიის თავმჯდომარე რომ ხარ და მისი სახელით მოპოვებული ხმები, ფინანსები რომ გინდა თან , არც იმ კაცის ოლიგარქობაზეა საუბარი სწორი 3 თვის წინ რომ პარტნიორობდი, არც ჩუმად “მოქსევაა” ქალაქური და კაცური ” გვარგამოგონილი ” ფბ მოკაკუნე “ნაცნობი” ქალებისა, ძველია ეგ და ქალაქში ცუდ სახელს ეძახდნენ ყველა დროში ( მე ვერ ვიტყვი რას), კი გავაფრთხილე და ვუთხარი ასეა ეს-თქო ამ ნიკა მელიას – არ გაიგონა , ვერ გაიგო ,არ იცის და მოკალი ახლა.

ნუ ვინ ასწავლის უკვე არ ვიცი სიმართლე გითხრათ, იქ სადაც თავი გააყოფინეს წესს და რიგს ვერ ასწავლიან და თან არც “იქ” სცემენ ასეთ ხალხს პატივს ! ასეა ეს მუშნი!!!!”, – წერს ჩარკვიანი.

Cesko