კიმ ჩენ ინი ვლადიმირ პუტინს – რუსეთი საიმედოდ იცავს თავს აშშ-სა და მისი ვასალური ძალებისგან

0
472
26 Views

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა ვლადიმერ პუტინს დაბადების დღე მიულოცა და შეაქო ის „გამორჩეული ლიდერობისა და მტკიცე ნებისყოფისთვის“.

მისალოც შეტყობინებაში კიმ ჩენ ინი საუბრობს პუტინის მიღწევებზე “ძლიერი რუსეთის მშენებლობაში” და ხაზს უსვამს, რომ რუსეთის ლიდერი “სარგებლობს მაღალი პატივისცემითა და მხარდაჭერით ხალხის ფართო მასების მხრიდან“.

„რუსეთი საიმედოდ იცავს სახელმწიფოს ღირსებას და მის ფუნდამენტურ ინტერესებს აშშ-ისა და მისი ვასალური ძალებისგან მომდინარე გამოწვევებისა და საფრთხეებისგან. ასეთი რეალობა წარმოუდგენელია თქვენი გამორჩეული ლიდერობისა და ძლიერი ნების გარეშე”, – აცხადებს ჩრდილოეთ კორეის ლიდერი.

მისი თქმით, „ჩრდილოეთ კორეასა და რუსეთს შორის თანამშრომლობა ისეთი ძლიერია, როგორც არასდროს”.

კიმ ჩენ ინმა იმედი გამოთქვა, რომ მათი პირადი კავშირები უფრო დიდ როლს შეასრულებს ორ ქვეყანას შორის მეგობრული ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარებაში.

Cesko