სინგაპურში მოსმენებმა ჩაიარა მეტად წარმატებულად. ეს წარმატება განაპირობა არა მხოლოდ იურიდიული გუნდის მუშაობამ, არამედ მთავარი მოწმის – ბატონი ივანიშვილის ძალიან დამაჯერებელმა გამოსვლამ – ვიქტორ ყიფიანი

October 6, 09:01
0
478

სინგაპურში მოსმენებმა ჩაიარა მეტად წარმატებულად. ეს წარმატება განაპირობა არა მხოლოდ იურიდიული გუნდის მუშაობამ, არამედ მთავარი მოწმის – ბატონი ივანიშვილის ძალიან დამაჯერებელმა გამოსვლამ. შესაბამისად, ეს და სხვა გარემოებები ჩვენ გვიქმნის მყარ საფუძველს, ვიყოთ პოზიტიური გადაწყვეტილების მოლოდინში, – ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა, ვიქტორ ყიფიანმა „ქრონიკასთან“ საუბრისას განაცხადა. მან იურიდიული ფირმა „ემ ქეი დის“ განცხადებაზეც ისაუბრა.

„ასევე ამ განცხადებაში მივაქციეთ საზოგადოების ყურადღება რამდენიმე უცნაურ გარემოებას. განცხადებაში საუბარი არის, რომ თვითონ „კრედიტ სუისის“ წარმომადგენლებმა ძალიან მაღალ დონეზე აღიარეს მათი სიტუაციის აბსურდულობა და გარკვეულწილად გამოუვალი ვითარებაც კი, რომელშიც ბანკი მოექცა. არაფორმალურ საუბრებში იყო გარკვეული შეთავაზება, რომ ეს საკითხი სასამართლოს მიღმა მოგვარებულიყო, თუნდაც მოლაპარაკების გზით. მაგრამ, ჩვენდა გასაკვირად, ეს სურვილი განელდა და ახლა რაიმე აქტიური კომუნიკაცია ამ მხრივ არ წარმოებს. ისევე როგორც საუბარი გვქონდა იმაზე, რომ სწორედ სინგაპურის პროცესის წარმატებული მსვლელობა არის იმის შედეგი, რომ გარკვეული თანხები, რომელიც ბლოკირებული იყო ბატონი ივანიშვილის ანგარიშზე, მოძრაობაში მოვიდა. აღვნიშნეთ ისიც, რომ ეს თანხები განეკუთვნება სინგაპურის იურისდიქციაში დაფუძნებულ ტრასტს და, შესაბამისად, გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი თანხები, რომლებიც სინგაპურის მიღმა იმყოფება, ჯერჯერობით ბლოკირებულია და ბატონ ივანიშვილს ამ თანხებზე წვდომა არ აქვს. საერთაშორისო მედია დაწვრილებით აშუქებდა და დღესაც აშუქებს ამ საკითხს. საკითხი არის რეზონანსული არა მარტო საბანკო დატვირთვით, არამედ სამართლებრივი დატვირთვით“, – აცხადებს ყიფიანი.

იურიდიული ფირმა „ემ ქეი დი“ სინგაპურში მიმდინარე სასამართლო პროცესისა და მასთან დაკავშირებული გარემოებების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

Cesko