“ამ “კონტრშეტევის” ანუ ტაქტიკური წარმატებების ფონზე, ახლოვდება უკრაინის სტრატეგიული მარცხი” – რას წერს დემურ გიორხელიძე

0
900
23 Views

ეკონომიკურ საკითხებში ექსპერტი, დემურ გიორხელიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომლითაც უკრაინაში მიმდინარე პროცესებს და ბიზნესმენ ილონ მასკის განცხადებას ეხმაურება.

“ილონ მასკი არა მარტო შეთხვევითი პირი არ არის (ან მხოლოდ ბიზნესმენი), არამედ, ძლიერი ელიტის სახეა და არ არის გამორიცხული,

პოლიტიკური ლიდერის როლში ვიხილოთ! მისი წინადადება უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებითა და შეფასებები საკუთრივ უკრაინის
ხელისუფლების მიმარ (იხ. მისი გვერდი “ტვიტერზე”) – სულაც არ არის კერძო პირის ილონ მასკის აზრი (მხოლოდ!).

რამ განაპირობა?! საღი ამერიკული ელიტა შესანიშნავად იაზრებს მიმდინარე პროცესების საფრთხეს და ესკალაციის შესაძლებლობებს! მართალია, მათ უკრაინას მიაწოდეს $15 მლრდ იარაღი, ნატოს წევრი ქვეყნებიდან თითქმის სრულად – საბჭოთა პერიოდის ტანკები, მილიარდობით ფული ჩაერიცხა უკრაინის ხელისუფლებას, მაგრამ – უკრაინის სტრატეგიული მარცხის შემთხვევაში, აშშ-თვის ყველაფერი დაკარგულია! ვინც ყურადღებით აკვირდება აშშ-სმ სერიოზულ გამოცემებს, – აშკარად იკითხება, რომ ამ “კონტრშეტევის” ანუ ტაქტიკური წარმატებების ფონზე, ახლოვდება უკრაინის სტრატეგიული მარცხი, რაც სულ სხვა სიტუაციას შექმნის!

ამერიკელებს ბრწყინვალე სამხედრო სპეციალისტები და სამხედრო საქმის პროფესიონალები ჰყავთ: მათი შეფასება განსხვავდება არაპროფესიონალისა და, მით უფრო, იდეოლოგიით გამოთაყვანებული ადამიანების შეფასებებისგან!

ილონ მასკის ამ განცხადებებს პოლიტიკური სარჩული ის აქვს, რომ თუ მასკის ლიდერად წამოწევა გადაწყდა – (ბაიდენ-ტრამპის) დაპირისპირება მაინც არ არის მომავალზე ორიენტირებული! ამერიკული საღი ელიტები კი, მომავალს ცოტა სხვაგვარად უყურებენ! ამიტომ, შემთხვევით არაფერი მომხდარა!
უკრაინის სტრატეგიული მარცხის შემთხვევაში მასკის ეს შეფასება-წინადადებები უკვე გარკვეული პოლიტიკური კაპიტალის დატვირთვის მატარებელი
იქნება!”, – წერს გიორხელიძე.

შეგახსენებთ, რომ კომპანია Tesla-ს დამფუძნებელმა, ილონ მასკმა სკანდალური გამოკითხვა დადო, სადაც ყირიმი რუსეთის მფლობელობაში მოოიხსენია.

Cesko