“პრემიერის გასაგონად მინდა წავიკითხო ეს სიტყვები. ხელფასი 500 ლარია და…”, – მაია სტეფნაძე

October 5, 11:08
0
480

პროდიუსერი, მაია სტეფნაძე:
“პრემიერის გასაგონად მინდა წავიკითხო ეს სიტყვები, რომელიც დღეს სოციალურ ქსელში შემხვდა:
“10 წლის წინ 1 ზეთის ბოთლი 2 ლარი ღირდა, დღეს 9 ლარი ღირს, თუმცა, ჩვენი ხელფასები

ისევ 500 ლარია” – ამას წერს ექთანი. თქვენ წარმოიდგინეთ, ადამიანები, რომლებსაც კოვიდის დროს თავი ჰქონდათ გადადებული, ექთანი, რომელიც უკანასკნელი 10 წელია 500 ლარად მუშაობს. როგორ არის გაძვირებული ყველაფერი, ამას ხო ვერ უარჰყოფენ, საქტატიც ამას ამბობს.

ადამიანები ვეღარც დაცულად გრძნობენ თავს, რა აჭამონ შვილებს, ეგ კიდევ ცალკეა, ქართველებს გვაქვს შინაგანი სიამაყე იმის, რომ კი, გვიჭირს, მაგრამ არ გამოხატოს შეიძლება ხმამაღლა. ქედს ვიხრი ემიგრანტი ქალბატონების წინაშე, 90–იანი წლებიდან მოყოლებული ამათ გადაარჩინეს მთელი საქართველო. დღეს ხდება ის, რომ დასაქმებული, პროფესიონალი ახალგაზრდები დგებიან და მიდიან.

დღეს განგაშის ზარები უნდა გვქონდეს შემოკრული, ერი დაბერებული ვრჩებით, ახალგაზრდა თაობა, ვისზეც დგას ერი, პრაქტიკულად მიდის.”

Cesko