დაჯდომა ისევ უჭირს, 20 წუთით ჯდება და მერე ტკივილები ეწყება – დათის მამა

0
349
21 Views

შარტავას ქუჩაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ დაშავებული 8 წლის დათი ქოქრაშვილის მამა, ირაკლი ქოქრაშვილი შვილის მდგომარეობისა შესახებ ჟურნალ „სარკესთან“ საუბრობს

„აქ გადმოფრენა ძალიან გაგვიჭირდა. ორი ვარიანტი გვქონდა, ან ამერიკაში წასვლა, ან გერმანიაში. ორივე ქვეყანაში პროთეზების კომპანიას ველაპარაკებოდით. ერთ-ერთი კომუნიკაციის დროს გერმანელებმა გამოთქვეს აზრი, რომ სარეაბილიტაციო ცენტრი, პროთეზები და საავადმყოფო ერთობლივად იმუშავებდნენ და ალბათ რამეს მიაღწევდნენ. არ ყოფილა მსგავსი პრეცედენტი და რადგან პირველი შემთხვევაა, ეცდებიან, რაღაც ახალი შექმნან. ასე მოვხვდით სარეაბილიტაციო ცენტრში. ჯერჯერობით კი ისევ ისე ვართ, ბევრი პრობლემის წინაშე. უფლის წყალობით, ალბათ, ყველაფერი კარგად იქნება.

დაჯდომა ისევ უჭირს, 20 წუთით ჯდება და მერე ტკივილები ეწყება. გერმანელები ცდილობენ, შექმნან დასაჯდომი ყალიბი, მაგრამ არ ვიცით, რა და როგორ იქნება. ნიუ იორკში მეხუთე ავენიუზე არის პროთეზების ერთ-ერთი საუკეთესო შემქმნელი. გვითხრეს, რომ დიდი სამუშაოს გაწევა მოუწევთ, მაგრამ ეცდებიან, რაღაც მოიფიქრონ. ასევე პლასტიკური ოპერაციებია გასაკეთებელი და ა.შ. კანი გადაუნერგეს, მაგრამ მთლიანად დახურული არ არის და ღია ჭრილობებს ისევ ვიმუშავებთ“, – ამბობს დათის მამა.

Cesko