“მერე შოთის წავაკითხებდი, რეზის, ისევ ჩავასწორებდი” – რას იხსენებს აჩი არველაძე

October 3, 20:30
0
357

აჩი არველაძე იხსენებს:

“როცა ფეხბურთს თავი დავანებე, ძალიან მიჭირდა ტვინის გათიშვა, ადრენალინი მაკლდა. ძალიან გადავერთე პოკერის თამაშზე. თინი, ჩემი მეუღლე, სულ მელაპარაკებოდა, მაგრამ ხვდებოდა, რომ რაღაც ნაწილის გათიშვა მინდოდა ჩემი პრობლემების. ჩემი და ჩემი ჯანმრთელობის გადამკიდე, ჩემმა ცოლმა ძალიან ბევრი რამ გააკეთა იმისთვის, რომ ის 12 წელი ტრავმირებული ფეხით მეთამაშა. ბავშვი, სწავლა, საყოფაცხოვრებო პრობლემები მე არ მეხებოდა. დღესაც მეუბნება, ძალიან კარგად მოირგე ეს როლიო. თინის გარეშე არაფერი გამოვიდოდა.

ჩვენს დროს წერილებს ვწერდით შეყვარებულებს. იმ ერთი წერილის წაკითხვა რამდენ რამეს ნიშნავდა. რამდენჯერ დავწერდი, გადავშლიდი, მერე შოთის წავაკითხბდი, რეზის, ისევ ჩავასწორებდი… ლექსებსაც ვწერდი, ისეთი ლექსები მაქვს დაწერილი, გაგიჟდებით, ჩემს მეუღლეს, თინის, დღემდე შენახული აქვს”, – ამბობს აჩი.

Cesko