ივანიშვილი საჯარო პოლიტიკაში უნდა დაბრუნდეს… ის არანაირი ოლიგარქი არ არის – მეგრელიშვილი

0
573
32 Views

“გირჩის“ ლიდერი, ვახტანგ მეგრელიშვილი საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის შესახებ საუბრობს.

“ამ საკითხთან მიმართებით აქ არის პატარა გაუგებრობა, ჩვენ ეს საკითხი ისეთი გაგებით, როგორც უკრაინას ეხებოდა, არ გვეხება. ჩვენ გვაქვს საერთოდ სხვა პრობლემა – სისტემაში ვერტიკალის ერთ ადამიანზე დამოკიდებულების პრობლემა და აქ არაფერ შუაშია ამ ადამიანის ფინანსური მდგომარეობა..

ამ ტიპის კანონმდებლობის მიღება, ჩვენნაირ ქვეყანაში, რომელშიც არ გვაქვს კანონის უზენაესობა, არ გვაქვს ინსტიტუტები და ა.შ. ეს იქნება ძალიან დამაზიანებელი. მოგვიწევს ავხსნათ, რომ „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონს არ აქვს კავშირი ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციასთან.

რეკომენდაციებში იმიტომ ჩაიწერა, რომ საუბარია ივანიშვილზე, რომელიც ერთპიროვნულად შეუძლია მმართველი პოლიტიკური ძალის მართვა, მაგრამ ის არანაირი ოლიგარქი არ არის.

იმ გაგებით, რა გაგებითაც უკრაინული კანონმდებლობაა წარმოდგენილი, ეს ბიძინა ივანიშვილს საერთოდ არ ეხება. თუ მართლა გვინდა პოლიტიკური პრობლემა გადავწყვიტოთ და ევროპელებსაც კითხვა არ ჰქონდეთ, მაშინ ბიძინა ივანიშვილი საჯარო პოლიტიკაში უნდა დაბრუნდეს. ეს არის ერთადერთი პასუხი იმ პრობლემაზე, რომელიც დაგვისვეს,“ – განაცხადა მეგრელიშვილმა.

Cesko