კადიროვი 3 არასრულწლოვან შვილს ომის წინა ხაზზე უშვებს – “დადგა დრო, თავი რეალურ ბრძოლაში გამოიჩინონ…”

0
627
22 Views

ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი აცხადებს, რომ “უკრაინაში მიმდინარე სპეცოპერაციაში” მის სამ შვილს გზავნის.

“ჩეჩნეთის რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტის, რუსეთის გმირის, ახმატ კადიროვის შვილიშვილები ახმატი, ელი და ადამი 16, 15 და 14 წლისები არიან, თუმცა საბრძოლო მომზადება დიდი ხნის წინ დაიწყეს. საკმარისი არ არის მხოლოდ სროლის ცოდნა. ახმატი, ელი და ადამი მზად არიან, საკუთარი უნარები სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონაში გამოიყენონ, მე არ ვხუმრობ. დადგა დრო, საკუთარი თავი რეალურ ბრძოლაში გამოიჩინონ და მათ სურვილს მე მივესალმები. მალე ისინი გაემგზავრებიან მოწინავე რაზმში და დარჩებიან ბრძოლის წინა ხაზზე,” – დაწერა კადიროვმა “ტელეგრამზე.”

Cesko