4 იანვარს უკრაინულმა გამოცემამ strana.news-მა მიხეილ სააკაშვილზე სკანდალური სტატია გამოაქვეყნა.
უკრაინულ მედიაში გამოქვეყნებულ სტატიაში ვკითხულობთ:
“ცნობილმა ქართველმა მომღერალმა, 36 წლის სოფო ნიჟარაძემ, ქალიშვილთან ერთად იმღერა ახალი წლის ღამეს ერთ-ერთ ცენტრალურ არხზე. სოფია ძალიან პოპულარულია საქართველოში, იგი წარმოადგენდა თავის ქვეყანას “ევროვიზიაზე” და სამი სეზონის განმავლობაში იჯდა ტელეპროექტ “ნიჭიერის” ჟიურიში. სოფო რამდენჯერმე გამოჩნდა მიხეილ სააკაშვილის მეგობართან, ვახტანგ კიკაბიძესთან ერთად.
როგორც ჩანს, მას მიხეილ სააკაშვილთან ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ჰქონდა ურთიერთობა. ადგილობრივი პრესა ჯერ კიდევ 2010 წელს წერდა, რომ გოგონა, სავარაუდოდ, სააკაშვილის დახმარებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში იყო დასაქმებული და მომავალში კულტურის მინისტრის პოსტსაც დაჰპირდნენ. თუმცა, ეს ისევ ჭორებად დარჩა. როგორც ამბობენ, ცეცხლი კვამლი გარეშე არ არსებობს და 4 წლის შემდეგ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილმა მომღერალს ნიუ-იორკში 2 000 000 დოლარად ღირებული ბინა უყიდა.2020 წლის ივნისში სოფო ნიჟარაძემ ამერიკაში იმშობიარა და მიხეილ სააკაშვილის დაკავებამდე შვილთან ერთად შტატებში ცხოვრობდა. შეგახსენებთ, რომ ამავე დროს, საქართველოს ექს-პრეზიდენტი ჯერ კიდევ ოფიციალურად არის დაქორწინებული სანდრა რულოვსზე, რომლისგანაც ორი ზრდასრული ვაჟი ჰყავს, ედუარდი და ნიკოლოზი. მიხეილმა შემოდგომაზე ვიდეოთი გამოაცხადა, რომ ურთიერთობაში იყო ლიზა იასკოსთან, რადას დეპუტატთან, რომელიც ორჯერ უმცროსია მასზე.
გასულ ზაფხულს “სტრანამ” გადაიღო ფოტო, სადაც აღბეჭდილია “იდუმალი ქალი”, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ოდესის აპარტამენტებში გამოჩნდა. შეგახსენებთ, რომ სააკაშვილს აქვს პენტჰაუსი ელიტარულ ცათამბჯენში, რომელიც შავ ზღვას გადაჰყურებს. აპარტამენტების სამზარეულოში მოხდენილი, შავგვრემანი ქალი ტრიალებდა, როგორც ჩანს, საუზმის შემდეგ მაგიდას ალაგებდა.
ასევე სახლში იყო მუქ ხალათში გამოწყობილი მამაკაცი, რომელიც ფიზიკურად ძალიან ჰგავდა სააკაშვილს. მიხეილის სამზარეულოში მყოფი გოგონა ძალიან ჰგავს ქართველ მომღერალს. მართლაც, სოფოს სურათებით თუ ვიმსჯელებთ, ამ ზაფხულს ის და მისი ქალიშვილი ოდესაში ისვენებდნენ, პარკებსა და რესტორნებში სეირნობდნენ და სანაპიროზეც იყვნენ. გაითვალისწინეთ, რომ იმ დროს სააკაშვილს უკვე ჰქონდა ურთიერთობა ლიზა იასკოსთან. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, მიშა და ლიზა წელიწადნახევარი-ორი წელია ერთად არიან”, – ვკითხულობთ სტატიაში.