48 Views
68 წლის ცნობილი რუსი მომღერალი, ბორის მოისეევი მოსკოვში, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
მუსიკოსის ცხედარი მისმა არტდირექტორმა, სერგეი გოროხმა აღმოაჩინა.
ცნობილია, რომ მომღერალს რამდენიმე ინსულტი ჰქონდა გადატანილი.
ბორის მოისეევი რუსეთის დამსახურებული არტისტი იყო და არაერთი პრემიის მფლობელი. ასევე ცნობილია, რომ მომღერალი არ მალავდა საკუთარ სექსუალურ ორიენტაციას და ამას ღიად აფიქსირებდა.