რუსეთის ერთ-ერთ სკოლაში სროლის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 17-მდე გაიზარდა

September 27, 12:15
0
442

ბოლო მონაცემებით, რუსეთში, ქალაქ იჟევსკის ერთ-ერთ სკოლაში, სროლას, 17 ადამიანი ემსხვერპლა.

რუსული მედიის ინფორმაციით, თავდასხმის შემდეგ, რუსეთის განათლების სამინისტრო აპირებს, „საგულდაგულოდ განიხილოს კომპიუტერული თამაშების გავლენა ადამიანებზე“.

სკოლაში სასწავლო პროცესი დღეიდან აღდგა.

არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელი იდენტიფიცირებულია – ის 34 წლის არტემ კაზანცევია, რომელიც იჟევსკის მკვიდრი და ამავე სკოლის ყოფილი მოსწავლეა.

ბოლო მონაცემებით, ის აღრიცხვაზე იმყოფებოდა ფსიქო-ნევროლოგიურ დისპანსერში, დიაგნოზით რბილად მიმდინარე შიზოფრენია.

Cesko