„ერალაში“ თუ სახელმწიფო?!…

0
473
25 Views

ინტერვიუ პოლიტოლოგ დავით ჩხარტიშვილთან:

«Кадры решают все»ეს გამოთქმა ეკუთვნის სტალინს. მას მერე ბევრმა წყალმა ჩაიარა, მაგრამ ის სულ უფრო და უფრო აქტუალური ხდება. ქართულ პირობებში ვგონებ მით უფრო; როდესაც კალეიდოსკოპური სისწრაფით იცვლება თავები ამა თუ იმ ინსტიტუტში და მათ სახელ-გვარის დამახსოვრებასაც კი ვერ ასწრებს მავანი. მერედა თვალწინ, სოსო გოგაშვილის მაგალითია, ყოვლად პროფშეუსაბამო კადრის, რომელიც ერთი პერიოდი, ლამის ქვეყნის საკადრო პოლიტიკას განსაზღვრავდა.

 – გეთანხმებით და რთულია დადუმდე, რომ ავტომატურად, უმარტივეს რეფლექსიას ან უტიფრობას აყოლილი ე.წ. „ნაცობა“ არ დაგწამონ და გადაწყეტილებების მიმღებებს ფიქრი აიძულო. როდესაც ხედავ, თუ როგორ გისვამს საკვანძო თანამდებობებზე უცნობ და უისტორიო პირებს. ვერტიკალში, თავად შემთხვევით მოხვედრილნი, გაურკვეველი მსოფლმხედველობის, წარმომავლობის და მიდრეკილებების ხალხი. ზერელედ, ერთი ხელის მოსმით ამოატივტივებენ ხოლმე ნათესავს, მეზობელსა თუ მეგობარს. შეხედავ სახეზე ლაქიაა, გაიკითხავ განვლილ გზას და ლექია. უნარებს გადაუმოწმებ და ბოთე აღმოჩნდება. ცოდნა და რეფლექსია ხომ საერთოდ ამების დონეზე აქვს. აბა მაღალი კლასის თანამოაზრე რომ იყოს, მწყობრი აზრი და საინტერესო, მრავალწახნაგოვანი მსოფლმხედველობა უნდა გააჩნდეს იმასაც, ვინც ეს გაუგებრობა დანიშნა და საიდან? ისიც ხომ თავის დროზე, ასე დაუმსახურებლად, ნეპოტიზმის წყალობით დაინიშნა. ამიტომაც, სხვა რამ რომ არ იცის, რამე სიქველეც არ გააჩნია. ჭკუის ნაცვლად კი ცბიერება და მიმიკრია ახასიათებს – ქე მოჰყავს მისნაირები იმავე მექანიზმით და მიზნებით, რაც მის მიმართვე იყო გამოყენებული. ოღონდ ცოტათი ადრე და უფრო მაღალ დონეებზე.  ასე და ამგვარად იკვრება ეს მანკიერი წრე, სადაც ყველა ერთმანეთთან ვალშია. ზოგი თანხით, ზოგიც „მორალური“ ვალდებულებით. თავად განსაჯეთ; აბა, ამაზე დამანგრეველი რა შეიძლება იყოს ქართული სახელმწიფოსთის, როდესაც ზედმეტი ახნების გარეშე, საკვანძო ადგილზე დასვამენ მორიგ არარობას, სადაც დანიშვნისას, ერთადერთ კრიტერიუმად „კარგი მენეჯერობა“ სახელდება ხოლმე და მორჩა. ეს იმის მაგიერ, რომ საჯაროდ წარედგინოს ქალაქსა თუ რეგიონის მოსახლეობის წინაშე, – ჯერ უნიკალური, კონცეპტუალურად განსხვავებული „ნაცებისგან“ გეგმა, მერე დანიშნულის მიერ გაკეთებეული სამეურნეო საქმეების ნუსხა. შემდეგ კი, ის ჭრილობები ეჩვენოს ხალხს, რომლებიც მიღებულია საქართველოს ინტერესების დაცვისთვის სამოქალაქო სფეროში. თუნდაც სააკაშვილის რეჟიმის ხანაში. რომ აღარაფერი ვთქვა ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ ომებზე.

კარგი, პედანტობაში რომ არ ჩამეთვალოს ესეც ჯანდაბას: პედალირება ამ ბრძოლაზე და სამაგალითო მოქალაქისათვის დამახასიათებელი ქცევის მოდელზე-მეთქი, მეტ კრინტსაც არ დავძრავ. ვერ მოსთხოვ ყველას გმირობას, ასეთია ადამიანი დასაბამიდან. მაგრამ როდესაც, არავის და არასოდეს უნახავს მსგავსი კონტიგენტის სამეურნეო წარმატებაც რომელიმე სფეროში აღზევებამდე ანდა, თორმეტის ჩათვლით „ნაციონალების“ პლაკატებს აკრავდა, ან სულაც ხალხს არბევდა, ამას რაღა ვუყოთ? ეს ხომ ლამის საცივილიზაციო ნონსანსია; გამვლელს, მედროვეს, სოციალურად უპასუხისმგებლო ზონდერს და პროფშეუსაბამო ყალთაბანდს ჩააბარო თვითმფრინავის ან გემის წაყვანა. იმის იმედით, რომ პროფესიონალი დისპეტჩერი დისტანციურად უხელმძვანელებს მიწიდან და წარმატებით მიაყვანინებს ხომალდს დანიშნულების ადგილზე. „ერალაშია“ თუ სახელმწიფო ბოლო-ბოლო? არადა გარდა ბანანის რესპუბლიკებისა, სადაც ადგილობრივ ბელადებს მრევლი აკერპებს უბრალოდ სანახაობისა და პურის გამო, ნებისმიერ გამართულ, ცივილიზირებულ ქვეყანაში საჭიროა ასეთი მერიტოკრატიული მიდგომა. სხვაგვარად უბრალოდ არ შენდება სახელმწიფობი! ესეც დიდი არაფერი იქნეობოდა და ადვილად გამოსწორებადი, რომ მსოფლმხედველობრივად მაინც, ივანიშვილის თანამოაზრეებთან გვქონოდა საქმე. რადგანაც მაშინ, კოოპერაციაში ივანიშვილის და საკუთარი ბუნების თანახმად გაატარებდნენ იმ პროექტებს და იდეებს, რასაც საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ ხმა მისცა 12-ში. მაშინ არაფერს ვიტყოდი და არც ხალხი დამეთანხმებოდა მასობრივად. იმ იმედით, რომ ევოლუციურად, მისი სვლით და არა ასე, რევოლუციური მეთოდით გამოსწორდებოდა გამოსასწორებელი. მაგრამ საქმე იმდენად მიშვებულია, რომ თუ არა მსგავსი ყასაბური მეთოდით, სხვა საშუალებას უბრალოდ ვეღარ ვხედავ.

–  ნათელია, რომ ვერტიკალი საკმაოდ მორყეულია იმისათვის, რომ ამ პოლიგონზე ათასი ჯურის შემთხვევითმა კადრმა იბალახოს უსაფრთხოდ. ამიტომაც სავსეა ეტყობა, ეს ველი პორტირებული, მედროვე, კორუმპირებული და ჩანერგილი კადრებით?

– და განა იგივეს არ ამბობენ კალაძე თუ კობახიძე? მაგრამ რა კეთდება ამის აღმოსაფხვრელად – კონტროლის მექნიზმი არ არსებობს უბრალოდ. ანდა როგორ იარსებებს, როდესაც ის უწყება, რომელიც ამ ყველაფერს უნდა აკონტროლებდეს, თავად სავსეა ასეთი კადრებით, მათი რეკომენდაციით კი, სხვა უწყებები. მარტო სოსო გოგაშვილის; ხაზინის ქურდისა და ანტისახელმწიფოებრივად განწყობილი ლატენტური „მიშისტის“ მაგალითი რად ღირს? ხოდა, წარმოიდგინეთ, თუ რამდენის ჩანერგვას მოასწრებდა მანდ, მაგ სტატუსის, ნდობის და ზოგადქართული გაქანების მსგავსი არამზადა. გადახედეთ თუნდაც მის პერიოდში აღზევებულებს, რა კლასტერია ეს. თვალსაჩინო მაგალითია იმისა, თუ რატომ ენიჭებოდა ამ საეჭვო კატეგორიას უპირატესობა და რატომაცაა ამა თუ იმ სფეროში კატასტროფული ჩავარდნები, წარმომადგენლობითი ორგანოებიც გადატენილი პაწა-პაწა „გოგაშვილებით“. დღეის გადმოსახედიდან გასაგებია ისიც, რატომაც ძირავდნენ ნებისმიერ ნათელ, თავდადებულს, მცოდნეს და არაკორუმპირებულს მაგ პერიოდში და მაშინ ჩადებული ალგირითმით, დღემდეც. რა ასეთი უმაღლესი კალსის „პროფაილინგის“ სპეციალისტობა იყო საჭირო, რომ თავშივე ამოგეცნო მურმან დუმბაძე, ხაბაძე, ერმაკოვი, კვირიკაშვილი, ალასანია, ბესელია და ა.შ.

– შორს რომ არ წავიდეთ, რამდენი ასეთი „გოგაშვილია“ კიდევ დარჩენილი კონკრეტულად ბათუმის მაგალითზე თუნდაც. რამდენია მათი პროტეჟე, არათუ ცალკეული კადრი, გუნდი თუ დაჯგუფება, რეგიონის ვერტიკალში? ვგონებ ლეგიტიმური კითხვაა, რადგანაც უკვალოდ ვერ ჩაივლიდა ასეთების „მოღვაწეობა“ უმაღლეს ეშელონებში.

– არათუ ვერ ჩაივლიდა, დღესაც მათ ნამოღვაწარს ვიმკით. ეს როგორაა იცით აწყობილი; პირველ ფოლაქს, რომ არასწორად შეიკრავ, მიდის მას მერე გამრუდებულად ყველაფერი. მაგრამ, სახელობით სიას და მეტ დატალიზირებას ამ ეტაპზე მაინც, ნუღარ მთხოვთ. ეს კომპეტენტური ორგანოების გამოსაკვლევია, თუმცა ვისარგებლებ რა შემთხვევით და ჯერ ყველა პატისოან და თავდადებულ ძალოვანს დავუდასტურებ პატივისცემას, მერე კი მივმართო მათ კითხვით:  მართლაც რამდენი ამათი მოყვანილი ხალხია აჭარაში, დღეს რომ ფორმალურად ისევ „ოცნებად“ გვევლინება? ანდა, აღზევებუნი რა, ერმაკოვის და აქაური ალასანიას დაჯგუფების ზეობის ხანაში, უკვე „მიშისტებში“ გადაბარგებულებზე, თუ იღებს ვინმე პასუხისმგებლობას? გააზრებული თუ აქვთ საერთოდ, ის პასუხისმგებლობა ქვენის, აჭარის და თუნდაც ივანიშვილის წინაშე, რომ ასეთ რამეზე თვალს ხუჭავენ. მოკლედ, ეს მათი საზრუნავია და არა ჩემი გასაცემი პასუხი-მეთქი. ბოლო-ბოლო მოუწევთ ხახლს აუხსნიან ვინაა ამ ლექის აღზევებაზე პასუხიმგებელი ვინაა. ესღაა ცუდი, რომ დროა ამისთვის საჭირო.

– დრო კი საქართველოზე ნამდვილად არ მუშაობს.

– მერედა, ივანიშვილ-ღარიბაშვილი შორს არიან. აქ საქმე ხომ ცალკეულ, უსისტემო გადაცდომასთან არ გვაქვს, რომ ცალკეულებმა გამოვასწოროთ სიტუაცია ადგილებზე „დრონ-კამიკაძეს“ დარად. ეს რომ შესაძლებელი ყოფილიყო ტექნიკურ ნაკლს ან შემთხვევითობას გადავაბრალებდი და ადვილად მივაყენებდით წერტილოვან დარტყმებს. მაგრამ როდი, არც ერთი სახელობითი სია არ ეყოფა იმ რაოდენობას, ვისშიცაა სინამდვილეში აქ პრობლემა.

– ყველა კეთილსინდისიერი მოქალაქე ხადავს და წუხს ამაზე; „ოცნების“, ასევე დანარჩენი ანტიმიშისტური სეგმენტის წევრი მყავს მხედველობაში. ამის მიუხედავად, კაცი არაა ვერტიკალში, ვითარების გამოსწორებაზე პასუხისმგებლობა რომ თავზე აიღოს, იმდენად „ავგიას თავლას“ დაემსგავსა ეს ყველაფერი. ის პოლიტიკური პირები მყავს მხედველობაში, ვისაც ხელეწიფება შესაბამისი მექნიზმებით, იზრუნოს ამ უსამართლობის გამოსწორებაზე და ეს საშუალო ან რეგიონალურ რგოლზე ბევრად მაღალი სტატუსის მატარებელი უნდა იყოს.

 – რადგანაც, სწორედ რომ ივანიშვილის იდეოლოგიისა და განვლილი გზის წვრილფეხა ანტიპოდებს ნიშნავენ სისტემურად და კონვეირული წესით ყველგან და ყველაფერში მათ ენიჭებათ პრიორიტეტი. კონკრეტულად ვინ აკეთებს ამას ვერ ვიტყვი – ეს რაღაც უფრო ე.წ. „დიპ სტეიტის“ ფორმატში კეთდება. იგივე მექანიზმით, რაც მაგალითად ტრამპის წინააღმდეგ გამოიყენეს ხელისუფლებიდან ჩამოსაშორებლად. და ამ პროცესში ბევრი აქტორია ჩართული – პორტირებულები, ტელევიზიები, არასამთავრობოები და ა.შ.

აი მაგალითად, 2013 წელს 26 მაისს, ჩემი ინიციატივით და ბათუმის მერიის ორგანიზებით თავისუფლების მოედანზე „ბათუმის ქარტიას“ მოეწერა ხელი. ქვეყნის ყველა ძირითადი პარტია, პროფესიული გაერთიანების და უმაღლესი სასწავლებლის წარმომადგენლები, ქალაქის რეფერენტული ჯგუფის არაფორმალური ლიდერები აწერდა მაშინ ხელს ქარტიას ილიას ძეგლთან. რისი თქმა მინდოდა მაშინ მე მაგ ქარტიით ქალაქისთვის; ევროპული, შესაბამისად ზოგადსაკაცობრიო ფასეულობების იმპლემენტაცია არ არის დამოკიდებული ქვეყნის ვექტორზე, არც კონიუქტურაზე, ამა თუ იმ ძალის დომინირებაზე წარმომადგენლობით ორგანოში, ამა თუ იმ ქვეყნის გავლენისგან ჩვენს ქვეყანაზე როგორც მავანნი გვასწავლის. მხოლოდ უნივერსალური ფასეულობები, საღი აზრი, ძველი ჯანმრთელი და ახალი ფორმების დამკვიდრება, ინოვაციებზე და განათლებაზე ფსონის დადება გარდაქმნის ბათუმს ევროპულ ქალაქად. აი რა აძლევს სინამდვილეში კულტურას და განაშენიანებას ბიძგს, აი რა ვთქვით და რაზე შევთანხმდით მაშინ ბათუმელები. ვუთხარი ხალსხ ისიც, რომ სხვა დანარჩენი ბლა-ბლა-ბლაა, სპეკულაციებია და გრანტების მოზიდვის საშუალება იმ ფონდისგან რომელიც თავად, რიგ ევროპულ ქვეყნებში ან აკრძალულია ან მის საქმიანობაზე შეზღუდვების დაწესების გზას ადგას. ანუ იყო მცდელობა შექმნილიყო საპირწონე იმ ჯგუფის მიმართ, რომელმაც წლებია აიღო თავზე პასუხისმგებლობა ჩვენს ქალაქში ე.წ. სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობა და ე.წ. ევროპული სტანდარტების დამკვიდრებაზე. საუბარი მქონდა იმ ათეულ არასამთავრობო ორგანიზაციაზე, რომლის სინეკურად ითვლება ნებისმიერი სამოქალაქო აქტივობა, ვისთვისაც დღემდე ღიაა ნებისმიერი ტელევიზია და საკონკურსო კომისიები ჩვენს ქალაქში. მადლობის ნაცვლად, ჩანერგილების მხრიდან კი, მივიღე ჩემი სამსახურის გაუქმება. მეტსაც გეტყვით, მაგ ქარტიის ქვეპროგრამა იყო „ჩემი იდეა ბათუმს“. კიდეც დავაჯიდოლდოვე  5 საუკეთსო ინიციატივა სასტუმრო „ინტურისტებში“. ის, სახელგადაკეთებული მყისვე სხვა განყოფილებას გადაებარა და წლებია მიდიოდა მცდელობა მიეთვისათ სხვისი ნაშრომი. დარტყმა მივიღე მუხანათურად, იმ ხალხისგან, ვინც გარდამავალ დროშასავით გადადის ერთი მთავრობიდან მეორეში. ნამდვილად ვერ გავუმკლავდი იმ ეტაპზე მაგ ხროვას, რადგანაც მათი საცეცები იმდენად ღრმად იყო გასული, რომ  ცენტრალური მთავრობაც კი ელჩების და მეინსტრიმული პარტიული ტელევიზიების ზეწოლით, იძულებული გახლდათ გაეწია ანგარიში „დიპ სტეიტური“ ძალებისთვის. ეს ახლაა ადვილი, როდესაც ნელ-ნელა ყველაფერს ერქმევა მისი სახელი და აეხადა ფარდა. ხოდა ვის დავაბრალო? „ოცნებას“, გარემოებებს, არასამთავრობოებს, ელჩებს თუ ნეოლიბერალურ ტელევზიებს. ალბათ უფრო გარემოებებს, თუმცაღა კონკრეტული ტრიგერი კი ყავს ამ ყველაფერს. მაგრამ რომ ჩავუფიქრდეთ, ისიც გარემოებების მსხვერპლია.

არაჩვეულებრივი პორტალიც შეიქმნა მაშინ („ეს ბათუმია“), რომელშიც მერიამ 16 ათასი ლარი გადაიხადა. მაგ პორტალით, უნდა მომხდარიყო საუკეთსო იდეების გამოვლინება, ქალაქისთვის საჭირბოროტო საკითხების აქტუალიზაცია, გამოკითხვები, პლებისციტი, ინტერაქტივი სამსახურებსა და ბათუმლებს შორის, ელექტრონულ ქალაქის ბიბლიოთეკასაც კი შეიცავდა და ა.შ. გაუქმებულია პროექტი „სტრიტ-არტიც“, არადა რამდენი თანაავტორი გამოუჩნდა ამ ჩემს პროგრამას მაშინ. თითებზე ვუხსნიდი ბათუმი საკრებულოს, მაგ ფესტივალის ჩატარების მნიშვნელობას ქალაქის თავისფალი სულის გაღვივებისთვის. რის მერე, პასუხად მივიღე „ქალაქი უნდა ვაჯღაბნიოთ ახლა, ამ ვითომ მხატვრებსო?“. მაინც გავიტანე. ასევე რად ღირს „ძვ. ბათუმის“ ეზოების „პატიოს“ და „მაროკანულ“ სტილში გადაკეთების პროგრამა, ყვავილების ფესტივალის ჩატარება და მრავალი სხვა, საკრებულოზე უკვე გატანილი, ნაწილობრივ განხორციელებული ან სამომავლო საბიუჯეტო წლისთვის მომზადებული პროექტი. და ეს ყველაფერი, იმის გათვალისწინებით რომ წლიური დაფინანსება მხოლოდ 60 ათასი ლარი მქონდა. კაპიკები, იმ მილიონებთან შედარებით რომლებსაც სხვა, ძველი, „პორტირებული“ თანამშრომლები განკარგავდნენ. ბევრს ვუშლიდი ეტყობა მანდ ხელს, რადგანაც ჩემთან ამათი კორუფციული ოინები და მუშაობის იმიტაცია არ გავიდოდა. მერედა შეეკრა მაშინ ეს ძველი, მერიის ადმინისტრაციული ელიტა, ახალ პოლიტიკურს და თამაში „მაფია“ ხომ იცით, აი ზუსტად მაგ მეთოდით დაერიეს იმათ, ვინც ხელს უშლიდა მათ სიამტკბილობას ჰიპერაქტიურობით. ასე აჯობეს გაიძვერებმა მაშინ იმათ, ვინც რაღაცას ახალს აკეთედბა ბათუმისთვის; ქალაქისთვის საზოგადო სიკეთების დამკვიდრებას ცდილობდა და არა ჯიბის გასქელებას.

– მახსოვს, მეც მოვაწერე მაგ ქარტიას ხელი. ბათუმელებმააქციის მსვლელობისას დააფიქსირეს, რომ სქემარომელიც ბათუმში მოქმედებდა აქამდე მიუღებელი გახდა  ქალაქისთვის. რადგანაც დემოკრატიის დამახინჯებუ ვარიანტია და დარღვევა “ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპული ქარტიისა” რომელიც იმ დღიდან უნდა განხორციელებულიყო ბათუმის მასშტაბითმთელი ქალაქის რესურსის გამოყენებით. კორპორატიუი ინტერესი კი გაუჩინე ქალაქს, თუმცაღაროგორც ხდება ხოლმე ჩვენს ქვეყანაში მაგ აქციის შემდეგ მყისვექალაქის მესვეურად მოგვევლინა შემთხვევითი პიროვნებარომელიც უცხო იყო არა მხოლოდ ბათუმისთვისარამედ მისი წარმდგენი ძალისთვისაც, “ქართული ოცნებისთვის” და თუ რა იყო მაშინ „ქართული ოცნება“ აჭარაში და როგორ ირტყამდა ხალხი უმაღლეს თანამდებობებს ბათუმში, ყველამ ვიცით.

– დიახ ერმაკოვი და ძმანი მისი, ე.წ. აქაური ალასანიას დაჯგუფება „ოცნებაში“; რომლებმაც ბათუმს მხოლოდ „ბუდკების“ დადმითა და კორუფციული გარიგებებით დაამახსოვრეს თავი. გადანაწილებული ჰქონდათ, სხვის ნაბრძოლზე მოსულ სამეგობროს ქალაქი. კონკრეტულად ერმაკოვმა, გვერდში დაიყენა ის ხალხი ვინც ჯერ ერთი, სააკაშვილი-ვარშალომიძესადმი მონური მორჩილებითა და ხედვების ერთობით დაამახსოვრა ბათუმელებს თავი, მეორე კი, თავისი სანათესაო-სამეგობრო დაასაქმა, უკვე ვითომცდა „ქართული ოცნების“ მანდატით. მაგრამ ხომ გაგიგიათ გამოთქმა, „ძაღლი ქაქის ჭამას თავს არ დაანებებსო“? ხოდა, ამ ხალხისთვისაც, მეტად უცხო აღმოჩნდა “ქართული ოცნების” იდეალები და შესაბამისად “ბათუმური ქარტიის” მესიჯებიც, და ეს ყველა მიმართულებით ხდებოდა; კულტურა, სოციალური სფერო და ინფრასტრუქტურა გადაიქცა ამ კაცის გუნდის საძოვრად. ღიმილის მომგვრელიც კია, როცა დღეს იგივე ხალხი ცდილობს მაქსიმალურ დისტანცირებას ერმაკოვისგან და მის ვიც-მერებისგან. სხვათა შორის, ერთ-ერთს უნივერსიტეტი ჩაბარდა მოგვიანებით, საიდანაც გამოძევებულიც კი იქნა. ჭეშმარიტად, „кадры решают все“_ო. ერთიღაა, რომ გული მწყდება; ქალაქი რომელიც ოდესღაც სავსე იყო სასისიციხლო რესურსებით, ლექტორ-მასწავლებლების და მენავთობეების ქალაქი, ქალაქი-პორტი, ქალაქი-უნივერისტეტი, იქცა შაპიტოდ. აი ზუსტად, რომ ასეთი ფსიქოტიპის ხალხის ხელში და გამოისობით. აღარ არსებობს მეტი ბათუმში არც ნავთობგადამუშავებელი მრეწველობა, არც მანქანათმშენებელი, არც გემთმშენებელი, არც ჩაის გადამამუშავებელი და არც ელექტროტექნიკული მრეწველობა, მხოლოდ რამოდენიმე ბრენდული სასტუმრო, ბორდელი და კაზინო, და ისიც უცხო ქვეყნების საკუთრება. ეს, თამამად შეიძლება ითქვას, იმ უგუნური მიდგომების და ბათუმის განვითარების სტრატეგიული გეგმის არქონის შედეგია, რაც წლების წინ ჯერ ვარშალომიძის უპასუხისმგებლობამ და მერე „ერმაკოვშინამ“ დაამკვიდრა აქ.

-„ქალაქი უნივერსიტეტი“, მეც ძალიან მომწონს ეს იდეა, მაგრამ გვაქვს კი დღეს ამის პოტენციალი?

– რა თქმა უნდა გვაქვს! იმის მიუხედავად რომ თავის დროზე, მედროვეების და ხაზინის ქურდების მიერ ამოდენა ზარალია მიყენებული ქალაქზე. მაგ იდეას ჯერ კიდევ გაზეთ „აჭარის“ რედაქტორობისას ვლობირებდი და სადაც კი ხელი მიმიწვდებოდა, ყველას ვთხოვდი განხორციელებას და გამომივიდოდა კიდეც. რომ არა ის ავბედითი მოვლენები ფერიის მთაზე, დანგრეული ეკლესიის ირგვლივ, რის მერე მე გადავდექი. მერწმუნედ, ფართო პროფილის ადგილობრივი და უცხოელი სპეციალისტების ქართული ოქსფორდის ან კემბრიჯის იდეა მაშინდელია. რაც სხვათა შორის ადვილად გადასამოწმებელია დაინტერესების შემთხვევაში. ეს იდეა რომ იშვა, 2004 წელი იდგა და გაზეთი „აჭარა“ მაშინ ამ იდეის ავტორი და პროვაიდერი იყო სახელისუფლებო წრეებში. ბათუმის ბიბლიოთეკაშიც დევს მაგ წლის, „აჭარის“ ყველა ნომერი დასტურად ისტორიის და ბათუმლების წინაშე. თავად ბათუმის, აჭარის არეალი ითხოვს ამ დიდი, საშვილიშვილო პროექტის განხორციელებას; აქ ხომ საუკეთესო პირობებია შემოქმედებითი სწავლებიზა და საქმიანობისათვის. ამ გარემოებებს ჰქმნის ნახევარსაუკუნოვანი ისტორიის მქონე უნიკალური სამეცნიერო დაწესებულებები. გამართული ტელეკომუნიკაციები, კარგი კლიმატური პირობები, თვალწარმტაცი ბუნება და მრავალრიცხოვანი განათლებული ახალგაზრდობა. ამიტომაც, ეჭვი არ მეპარება, რომ სათანადო ნების შემთვევაში ქალაქის მთავრობის მხრიდან თავისფლად შეიქმნება იდეალური საგანმათლებლო ცენტრი „საუნივერსიტეტო ქალაქის ფომატში“. თუნდაც, სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე დაწყებით ეტაპზე, საზაფხულო ბანაკითურთ და საერთო საცხოვრებელით რომელიც კავკასიის რეგიონის სტუდენტობის მოზიდვაზე იქნება გათვლილი.

– ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ დავუბრუნდეთ ჩვენს ძირითად თემას; რაც „ოცნების“ ე.წ. ნამდვილ და უმაღლეს ბირთვსა და დონეს შეეხება, რატომ არ ერევიან ისინი როდესაც ასეთი არასახარბილო ვითარებაა?

– ალბათ იმიტომ, რომ ივანიშვილი გადაიღალა ამდენი ღალატის და უუნაროების შემხედვარე და ბევრი სხვა ფაქტორის გამოც, მაგრამ ამაზე სხვა დროს იყოს. ძირითადად კი ალბათ, მაინც ამიტომ ჩამოშორდა აქტიურ პარტიულ მშენებლობასაც. ღარიბაშვილი კი, ვგონებ მეტადრე საგარეო და ეკონომიკური საკითხებითაა დაკავებული, რაც არ აძლევს მას ფიზიკურ საშუალებას,  უშუალოდ ჩაერიოს ამ დეტალებში.

– არადა, „ეშმაკი დეტალებშიაო“! სისტემური პრობლემაა მოკლედ, რაც სისტემურადვე მოგვარებას მოითხოვს. რადგანაც არაა აქ საუბარი ერთეულ გადაცდომებზე. ხალხი დღესაც ივანიშვილის ავტორიტეტს და არა რამე სხვას აძლევს ხმას.

– მეტიც, მოაშორეთ ივანიშვილის ფაქტორი და უამრავი პერსონაჟი, დღეს რომ თვითკმარი პოლიტიკოსი ჰგონია მანდ თავი და დამოუკიდებელ თამაშზე ოცნებობს, მინიმუმსაც ვერ აიღებს არჩევნებზე. შორს რომ არ წავიდეთ, „ოცნებიდან“ მასობრივად წასულებს თუ რა ბედი ეწიათ იმას შეხედეთ, ფსკერია.

– არადა რამე ახალი კი არ ხდება ამ მხრივ! საქართველოს ბოლო 30-წლიან ისტორიას წითელ ხაზად სდევს ეს პრობლემა, საკადრო პოლიტიკის სახით და სწორედ რომ ეს იყო ყველა მთავრობის აქილევსის ქუსლი.

– მეტსაც გეტყვით; იგივე პრობლემა შეგვილძლია ამოვიკითხოთ მაგალითისთის 1920 წლის გაზეთ “საქართველოში”. სიტყვა-სიტყვით გაგიმეორებთ, რადგანაც არ ვუჩივი მახსოვრობას; “ჩვენ აუცილებლად მიგვაჩნია მეტი ყურადღება მიექცეს ბათომის ოლქს და საგანგებო კომისრის ურატაქტიკას ბოლო მოეღოს. ადმინისტრაცია ნახევარზე მეტი ავანტიურისტებია, საპასუხისმგებლო ადგილზე შეუფერებელი პირებია, ზოგან კი პოლიტიკურად მნიშვნელოვანი პოსტები პირდაპირ ბოროტ და ავარა ხალხს აქვს ჩაბარებული. ყოვლად დაუშვებლად მიგვაჩნია მოსაზრება რომ ვითომ დაუშვებელი იყოს კრიტიკა მთავრობის წევრის, ან რომელლიმე მოხელის, იმიტომ რომ ის პარტიული ამხანაგია”. არაფერია ახალი მზიქვეშეთში-მეთქი. არც მიკვირს ამიტომაც რამე, ადამიანის ბუნებაც კარგად მაქვს შესწავლილი და მაგიტომაც. მაგრამ ნებისმიერ შემთხვაში, მაშინაც კი რეაგირება სიგნალებზე ხდებოდა მყისვე და ახლაც უნდა მოხდეს.

– ნამდვილად სამწუხაროა რომ ის ხალხი ინიშნება, ვინც ივანიშვილთან ბრძოლით დაამახსოვრა ხალხს თავი და ნურავის ეგონოს, რომ მოქალაქეებს, ასეთ შემთხვევებში „გუპის მეხსიერება“ ახასიათებს.

 – მართალი ბრძანდებით და იქნებ მასაში, საშუალო სტატისტიკური ქართველი მართლაც ვერ ეთამაშება ვარსკვლავებს, მაგრამ მშვენივრად არჩევს თეთრსა და შავს, ესმის თვალთმაქცობა და ხედავს ბანალურ ტყუილსაც. გუშინდილი და გუშინწინდელიც მშვენივრად ახსოვს, ხედავს ახლადგამოჩეკილი „ოცნების“ წევრების მიმიკრიასაც, რიტორიკის ცვლას და წარმოიდგინეთ, იმ ნეპოტისტურ მექანიზმებშიც კი გარკვეულია რომლებმაც ხელი შეუწყო ამ ლექის აღზევებას. ხედავს იმასაც, რომ ივანიშვლთან, გარდა ეტიმოლოგიურისა ამ ხახლს არანაირი კავშირი არ აქვს. იქნებ ოდნავი; როგორც „პლეიბოის“ ჟურნალს გუტენბერგის დაზგასთან, რომელიც თავდაპირველად ბიბლიის საბეჭდად იყო შექმნილი. თუმცაღა, წარმოიდგინეთ და ესეც რაღაც დოზით დასაშვები იქნებოდა ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე დეპოლარიზაციის თვალსაზრისით. რომ რამე სხვა სიქველეები ჰქონოდათ ამ არსაიდან დანიშნულებს და გულანთებულნი ამოდენა ნდობით, საქმეს შესდგომოდნენ ქვეყნის სასიკეთოდ. მაგრამ საქმე იმაშია, რომ არც პროფილური ცოდნა ახასიათებთ, არც რამით გამოირჩეოდნენ მთელი ცხოვრება და ერთადერთი, რითიც ამახსოვრებენ ხოლმე თავს, ეს სოციალურ ქსელებში უკიდეგანო მლიქვნელობაა და ამა თუ იმ უწყების პირველი პირების სურათების „დაშეირებაა“. მერედა ირონია იმაშია, რომ ეს როდია ივანიშვილის ან ღარიბაშვილის ფოტოები. დიდწილად იმათია, ვისი უშუალო დამსახურებაა მაგათი დანიშვნა. ანუ უშუალო პატრონს უმტკიცებენ ერთგულებას და არა იმათ, ვისი დამსახურებაა სააკაშვილის რეჟიმის მოშორება. გამოდის რომ ეს „ოცნების“ გუნდი კი არა, არამედ ამა თუ იმ წვრილი პროვინცილური ლიდერის დაჯგუფებაა. უკიდურესად პატერნალისტური ურთიერთობებია დღეს ტრენდული ადგილებზე-მეთქი. კარგი ქართული საქმისთვის არა, მაგრამ პირადი მიზნების მისაღწევად კი ვარგა. არადა ცნობილია, „სენიორის ვასალი, მეფის ვასალი როდია“-ო. ნამდვილად არაჯანსაღი ვითარებაა, რაც თავის მხრივ ამ უბრალო, საშუალო სტატისტიკურ და პატიოსან ქართველში გაოგნებას იწვევს – რითიც, მყისვე სარგებლობენ ოპოზიციური, დიდწილად ნეოლიბერალური ბანაკის ლიდერები.

 ესაუბრა ჯემალ მეგრელიძე

Cesko