„იმედდაკარგული, ავადმყოფი ადამიანების ცხოვრება, თქვენთან ერთად ნამდვილ დღესასწაულად ვაქციეთ“ – სასიხარულო ამბავი

0
563
28 Views

სცენარისტი და ქველმოქმედი, აკა სინჯიკაშვილი სოციალურ ქსელში სასიხარულო ინფორმაციას აქვეყნებს.

„ისე მაგრად გვიხარია ყველას.

იმედდაკარგული, ავადმყოფი ადამიანების ცხოვრება, თქვენთან ერთად ნამდვილ დღესასწაულად ვაქციეთ.

ახალ სახლში, ახალი იმედებით და ახალი ნივთებით, ახალ ცხოვრებას იწყებენ დედა-შვილი. ექნებათ ყველაფერი, რაც სჭირდებათ და აღარასოდეს მოუწევთ შიმშილი და ჭუჭყიან სარდაფში ძილი.

ჩვენ და თქვენ ვეყოლებით ყოველთვის და არაფერს არ გავუჭირვებთ.

ვერც წარმოიდგენთ რა ბედნიერები არიან. როგორ უხარიათ სახლის ყველა დეტალი, მართლა აგატირებენ.

ორივე ისეთი გულთბილი და მოსიყვარულეა.

თქვენთან, ყველასთან უზარმაზარი მადლობა დამაბარეს.

მეც ძალიან დიდი მადლობა.

უთქვენოდ არაფერი გამოვიდოდა.

მალე ყველა ბნელ ადგილას გაჩნდება სინათლე.

#სიკეთეგადამდებია

ძალიან მიყვარხართ“, – წერს აკა სინჯიკაშვილი და ფოტოებს აქვეყნებს.

 

Cesko