სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტოები, რომელზეც ასახულია ზემო ლარსის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტთან გამოჩენილი რუსი სამხედროები და ჯავშანტექნიკა.
ეფ-ეს-ბეს ცნობით, BTR-ების სასაზღვრო პუნქტთან გამოჩენა უკავშირდება საფრთხეს, რომ საზღვართან, გრძელ რიგში მყოფმა ადამიანებმა არ გადაწყვიტონ მასობრივად, კონტროლის გარეშე საქართველოში შეღწევა.
“ჯავშანტექნიკა იქ გადაადგილდებიან არა ბლოკ – პოსტის მოსაწყობად, არამედ იმ შემთხვევისთვის, თუ ქვეყნიდან გასვლის მსურველი რეზერვისტები გადაწყვეტენ, სასაზღვრო პუნქტის გარღვევას და დოკუმენტების გაფორმების გარეშე, საზღვრის გადაკვეთას და რუსეთის ასე დატოვებას. მხოლოდ ეს მიზანი გვაქვს, არავითარი ბლოკ-პოსტები არ იქნება. სასაზღვრო-გამშვები პუნქტები მუშაობს სრული დატვირთვით და რუსეთის მოქალაქეებისთვის ქვეყნიდან გასვლის შემთხვევაში ჯერჯერობით არანაირი შეზღუდვა არ მოქმედებს”, – აცნობა რუსულ სააგენტო РБК -ს ჩრდილოეთ ოსეთის ეფ-ეს-ბეს სასაზღვრო განყოფილების წარმომადგენელმა.
მანამდე თვითმხილველები აცხადებდნენ, რომ ეწყობოდა ზემო ლარსთან რუსეთის მხარეს ბლოკ-პოსტი და რომ საქართველოში წასვლის მსურველ მამრობითი სქესის მოქალაქეებს საზღვრის გადაკვეთის საშუალებას არ აძლევდნენ. ამ ეტაპზე ეს ინფორმაცია არ დასტურდება, თუმცა საზღვრის ჩაკეტვის თაობაზე ცნობები არაოფიციალურად კვლავაც აქტიურად ვრცელდება.
ambebi.ge