მას შემდეგ რაც უკრაინაში ომი დაიწყო და საქართველოშიც ქოლცენტრები დაიხურა,თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა დავით კეზერაშვილმა სწორება ქართულ პოლიტიკაზე აიღო. წვრილი პარტიების დაფინანსების პარალელურად,მან ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში გენერალურ მდივნად,მისი ბიზნესპარტნიორი პეტრე ცისკარიშვილი დანიშნა,საკუთარ ცოლისძმას დიმიტრი ჩიქოვანს კი საზოგადოებასთან ურთიერთობა ჩააბარა.პარტიამ საქართველოს მესამე პრეზიდენტი პოლიტიკური დღის წესრიგიდან მოხსნა,ლევან ხაბეიშვილი კი რომელსაც სააკაშვილის გათავისუფლების კომიტეტი უნდა შეექმნა,კეზერაშვილის დაფინანსებულ ანტიკორუფციულ მოძრაობაში აღმოჩნდა. პირველი დაპირისპირება ენმ-ს თავმჯდომარესა და თავდაცვის ყოფილ მინისტრს შორის სწორედ სააკაშვილის მხარდაჭერის გამო დაიწყო.რასაც პარტიიდან დიმიტრი ჩიქოვანის დემონსტრაციული გაშვება მოყვა. მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისი აღმოჩნდა კეზერაშვილი ივნისის აქციებით და არშემდგარი რევოლუციით უკმაყოფილოა,ის თვლის რომ ცისკარიშვილი მის დავალებებს ცუდად ასრულებს.ამიტომ,ენმ-ში საკუთარი გავლენების გაფართოებისთვის ხელახალი ბრძოლა დაიწყო.
დიდი დაპირისპირება, ვანო მერაბიშვილის მოულოდნელი გადაწყვეტილება… “ბიჭო შენ ხარ…”
26 Views