ვიდეო: კახა კუკავა დააკვეს – შეტაკებები პოლიციასა და ადგილობრივებს შორის ლოტკინზე

September 15, 20:22
0
867

შეტაკებები პოლიციასა და ადგილობრივებს შორის ლოტკინის დასახლებაში – სამართალდამცავებმა დაკავების სერია დაიწყეს. პოლიციამ ხელბორკილები ოპოზიციონერ პოლიტიკოსს კახა კუკავას და პროტესტის მონაწილე რამდენიმე ადამიანს დაადო.

ადგილზე ამ დრომდე ვითარება უკიდურესად დაძაბულია.

ადგილობრივები ოჯახის იძულებით გამოსახლებას აპროტესტებენ.  მიზეზი 25.000 დოლარია, რომელიც ოჯახმა კერძო მევახშისგან აიღო. მოსახლეობა სისტემური დანაშაულზე საუბრობს და ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებს.

Cesko