სომხური მედია – აზერბაიჯანმა სოფელი ქარაშენი „გრადის“ სარაკეტო სისტემით დაბომბა

September 13, 10:14
0
265

აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა სომხეთის სიუნიქის ოლქის სოფელი ქარაშენი „გრადის“ ტიპის მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებით დაბომბა, – ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.

მათივე თქმით, დაბომბვა წუხელ განხორციელდა და არავინ დაშავებულა.

აზერბაიჯანული მხარე აცხადებს, რომ სომხეთის მიერ გავრცელებული ინფორმაცია აზერბაიჯანის არმიის მიერ მშვიდობიანი მოსახლეობაზე, ობიექტებსა და ინფრასტრუქტურაზე თავდასხმის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება და სომხური მხარის მიერ გავრცელებული მორიგი დეზინფორმაციაა.

Cesko