„უკრაინა მიმდინარე წლის ბოლომდე დაიბრუნებს ყველა ტერიტორიას, რომელიც 23 თებერვლის შემდეგ დაკარგა, ხოლო ყირიმს – მომავალ წელს“ – ბენ ჰოჯესი

September 12, 21:44
0
475

ევროპაში აშშ-ის არმიის ყოფილმა სარდალმა ბენ ჰოჯესმა გამოთქვა რწმენა, რომ მიმდინარე წლის ბოლომდე უკრაინა დაიბრუნებს ყველა იმ ტერიტორიას, რომელიც რუსეთმა 23 თებერვლის შემდეგ დაიკავა.

„შეიძლება ამას ეწოდოს გარდამტეხი მომენტი ომში? ეს, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი პუნქტია, რადგან ინიციატივა უკრაინის არმიაზე გადავიდა და რუსეთმა უკვე მიაღწია კულმინაციას ამ ომში. დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინა მიმდინარე წლის ბოლომდე დაიბრუნებს ყველა ტერიტორიას, რომელიც 23 თებერვლის შემდეგ დაკარგა, ხოლო ყირიმს – მომავალ წელს. და შესაძლოა, ჯერ კიდევ ზედმეტად კონსერვატიული ვარ ჩემს შეფასებებში, რადგან ვითარება უფრო სწრაფად იცვლება, ვიდრე მოსალოდნელი იყო“, – განაცხადა ჰოჯესმა.

მან, ასევე, აღნიშნა, რომ უკრაინის წინააღმდეგ ვლადიმერ პუტინის აგრესიამ, შეიძლება გამოიწვიოს რუსეთის ფედერაციის რამდენიმე ნაწილად დაშლა.

„ჩვენ შეიძლება, მოწმენი ვართ რუსეთის ფედერაციის დაშლის დასაწყისის, რომელიც მოხდება მომდევნო 4-5 წლის განმავლობაში. ომმა გამოავლინა მისი ჯარის სისუსტე, კორუფცია გამოიწვევს რუსეთის საზოგადოებაში მზარდ უკმაყოფილებას და ეკონომიკის საექსპორტო სექტორები, როგორიცაა ენერგორესურსების და იარაღის ექსპორტი, მნიშვნელოვან ზარალს მიიღებს.

გარდა ამისა, რუსეთი არ არის მონოეთნიკური ქვეყანა, მასში ცხოვრობს ორასი ეთნიკური ჯგუფი, რომელთაგან ბევრმა გადაიხადა მძიმე ფასი პუტინის აგრესიისთვის, რადგან დაღუპული რუსი ჯარისკაცების უმეტესობა მოსკოვისა და სანკტ-პეტერბურგის შორს მდებარე რეგიონებიდანაა. ტუვა, ციმბირი, ჩეჩნეთი და სხვა რეგიონები შეიძლება, ხედავენ რუსეთისგან გამოყოფის შესაძლებლობას. და კოლექტიურმა დასავლეთმა ახლა უნდა იფიქროს, რა უნდა გააკეთოს, რადგან, მაგალითად, ჩვენ საერთოდ არ ვიყავით მზად საბჭოთა კავშირის დაშლისთვის“, – განაცხადა გენერალმა.

Cesko