„ნაპოლის“ სპორტული დირექტორი ხვიჩა კვარაცხელიას ხელფასს ასახელებს- “რისკზე უნდა წავსულიყავით”

0
446
24 Views

„ნაპოლის“ სპორტულმა დირექტორი, კრისტიანო ჯუნტოლი ქართველი ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას ხელფასს ასახელებს. ამის შესახებ მან Corriere dello Sport-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, ლორენცო ინსინიეს შემცვლელის ძებნისას „ნაპოლიმ“ გარისკა, როდესაც ხვიჩა კვარაცხელიაზე გააკეთა ფსონი და ამ რისკმა გაამართლა.

„კვარაცხელია წელიწადში 1,7 მილიონ ევროს იღებს, 1,2 მილიონს – გადასახადების გადახდის შემდეგ. ლორენცო ინსინიეს 9 მილიონი ჰქონდა, გადასახადების გადახდის შემდეგ – 4,5 მილიონი. რისკზე უნდა წავსულიყავით. კორონავირუსის პანდემიამ სერიოზული ფინანსური ზიანი მოგვაყენა და კლუბი მდგრად გზაზე უნდა დაგვებრუნებინა. ამისათვის სახელფასო ხარჯები უნდა შეგვემცირებინა. ინსინიეს, მერტენსის, კულიბალის გაშვება იძულებითი გადაწყვეტილება იყო“, – განაცხადა ჯუნტოლიმ.

Cesko