“ხვიჩას ტრანსფერში მეც შევიტანე წვლილი” – სალვატორე ესპოსიტო

0
521
23 Views

სალვატორე ესპოსიტო ცნობილი იტალიელი მსახიობია, რომელიც მსოფლიომ სერიალ “გომორადან” გაიცნო. სალვატორეს საქართველოშიც არაერთი გულშემატკივარი ჰყავს.

მსახიობი აღნიშნავს რომ ხვიჩას ტრანსფერში მანამ შეიტანა წვლილი :

„მე კვარაცხელია აქამდეც ვიცოდი, როგორც ფეხბურთის მოყვარულმა. გარდა ამისა, ის ნანახიც მყავდა. რომში ვიყავი, მგონი მაისი იყო და მოლაპარაკებები წარმატებით მიმდინარეობდა, თუმცა დახურული არ იყო. იქ იყო მაურიციო მიკელი, კრისტიანო ჯუნტოლის მარჯვენა ხელი, ძალიან მაგარი სკაუტი, ასევე იყო კრისტიან ძაკარდო და ხვიჩას აგენტი. ისინი განიხილავდნენ მოლაპარაკებებს და არ შემიძლია სახელების დასახელება, მაგრამ იმ დროს ფეხბურთელით სხვა კლუბებიც ინტერესდებოდნენ, განსაკუთრებით იტალიური.

იქ ფოტოსესიაზე ვიყავი. მაურიციოს და ძაკარდოს მანამდეც ვიცნობდი და ერთმანეთს გამოველაპარაკეთ, შემდეგ კი ხვიჩას აგენტთან ფოტოც გადავიღე. მერე მაურიციომ მითხრა, რომ ამ ფოტოთი ის ძალიან გახარებული იყო და თავის ქართველ და რუს მეგობრებს აჩვენებდა, რომლებიც სერიალიდან მიცნობდნენ. მიკელიმ ისიც მითხრა, რომ ამ ფოტოთი მე მოლაპარაკებები ცოტათი მაინც სწორ გზაზე დავაყენე (იცინის). ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ჩემი პატარა წვლილი შევიტანე ფეხბურთელის ტრანსფერში, რომელიც ჩემი აზრით 22-წლამდელთა შორის მსოფლიოს სამ საუკეთესო ფეხბურთელში შედის. მისი თამაში ფაბინიოსა და ალექსანდერ-არნოლდის წინააღმდეგ ბრწყინვალე იყო. მას ამ თამაშში მხოლოდ გოლი დააკლდა“ – განაცხადა ესპოსიტომ.

Cesko