სუსის ყოფილი მაღალჩინოსანი, სოსო გოგაშვილი:
“გილოცავთ ყველას მარიამობას! შეეწიოს და დაიფაროს დედა ღვთისმშობელმა მთელი საქართველო. გულით მინდა მივულოცო ჩემს ოჯახს, მეგობრებსა და ნათესავებს. განსხვავებულად მინდა მივულოცო ჩემს ქიზიყელებს, რომლებიც ასე მომენატრნენ. მოვიკითხავ და მადლობა ყველას ჩემი ოჯახის გვერდში დგომისთვის ამ განსაცდელის ჟამს. სოფლის თავიდან დავიწყებ: პუდრაანთ რომა და ფხოკელები, ბაღატიანთ სოსო, მოლაურაანთ მიშო ( სრულიად ფარხაჩაანისა და კირასაულის ეპისკოპოსი) ღაბაანთ მიშო და ნათია, ბაბლუაანთ მამუკა და ილო, ჩეფოაანთ ხვიჩა და ციცო, ხმამაღალი გელა და ეკა, პოლკაანთ ყოყე დ ნინო, კერატა, ფაჩო, ბარგანაანთ ბიჭები, წუკლაანთ ემზარა, ბაჩა, გავერა, ტროცკა, ბრაძიაგა, ჭყიპო, გუჯა ამპულა, მთელი ,,ბირჟა’’ და ჩვენი ახალგაზრდები, ჩემი უბანი, გაულაწუნე, კომისარა, პაწაანები, ჩიტიაანები, ბოსტაანები, არავინ გამომრჩეს, ხალხო ყველას მადლობა. მოვიგებთ ამ ომს და ერთად ავღნიშნოთ ყველამ. იქამდე მარიამობის სუფრაზე ერთმანეთს ჩემს გარეშე შეერკინებით ამ ერთხელ.
პ.ს ახალ ქვევრებს ერიდე ყოყე.
სოსო გოგაშვილი,
306-ე საკანი.”