ვრცელდება ბუბა კიკაბიძის სკანდალური განცხადება თუ სა­ქარ­თვე­ლო­ში კი­დევ ასე გაგ­რძელ­და…

0
569
21 Views

“თუ სა­ქარ­თვე­ლო­ში კი­დევ ასე გაგ­რძელ­და, ძა­ლი­ან ბევ­რი წავა ამ ქვეყ­ნი­დან და მეც წა­ვალ! მე 80 წელს გა­და­ვა­ბი­ჯე და ჩემი წას­ვლა შე­იძ­ლე­ბა არა­ფერს ნიშ­ნავ­დეს, მაგ­რამ იმას ვამ­ბობ, რომ ასეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში ცხოვ­რე­ბა არ მინ­და!” დიახ, ყვე­ლა­ზე ვამ­ბობ!
მათ­ზე ვამ­ბობ, რომ­ლებ­საც სურთ ისევ ვაშ­ლი გა­ყი­დონ რუ­სეთ­ში… ან თა­ვი­სუფ­ლე­ბი უნდა ვი­ყოთ, ან მო­ნე­ბი! სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის ხელ­ში მგო­ნია რომ თა­ვი­სუფ­ლე­ბი ვერ ვიქ­ნე­ბით! რა­საც მე ვუს­მენ, აშ­კა­რაა რომ პრო­რუ­სუ­ლი ქა­ლია! ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს თა­მარ მე­ფის­თვის შე­უ­და­რე­ბია და რაღა გვი­ჭირს, ცო­ცხა­ლი გვყო­ლია ლე­გენ­და­რუ­ლი მეფე, ამ­დენს რომ ვე­ძებ­დით მის საფ­ლავს!

ივანიშვილს თუ იცნობთ პირადად და როდის გახდით მისი მოწინააღმდეგე?
– მას პირადად არასოდეს შევხვედრივარ, არც მიწვევა მქონია მასთან როდესმე… ჩემს კონცერტზე იყო ერთხელ მოსული და როგორც ჩემმა პროდიუსერმა მითხრა, გარკვეული ფინანსური დახმარებაც გასწია კონცერტისთვის… ივანიშვიული მომწონდა და მისი მხარდამჭერი ვიყავი, რადგან ქველმოქმედებას ეწეოდა, მაგრამ მერე გავიგე, რომ პოლიტიკაში წავიდა და ეს უკვე აღარ მესიამოვნა… მთელი საქართველო ყირამალა დადგა, ვიდრე არ მოიყვანეს და ალბათ მაგის საქმეა პოლიტიკა, რა ვიცი, აბა… იმიტომაც ვართ “კარგად”!

– ისმის კრიტიკა, რომ ზოგი ხელოვანი ბიძინა ივანიშვილისგან დახმარებას იღებს და მის პოლიტიკას არ ემხრობა…
– რა ვიცი, ეგ ჩემი საქმე არ არის და სხვაზე ნუ მალაპარაკებთ!

– თქვენზეც თქვეს…
– მიმაჩნია, რომ ყველამ თავის საქმე უნდა აკეთოს და მიიღოს ის, რაც ეკუთვნის!

– ქვეყანაში შექმნილი დღევანდელი ვითარება არ მოგწონთ, მაგრამ გამოსავალს რაში ხედავთ?
– გამოსავალს ვეღარაფერში ვხედავ!

Cesko