49 Views
“პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში გზავნილს და ფოტოს ავრცელებს:
დღეს მამა გაბრიელის დაბადების დღე იყო. საღამოს სამთავროში ვიყავი. მამა გაბრიელის წმინდა ნაწილებს ვემთხვიე და ჟურნალი “სამთავროს მაყვლოვანი” მაჩუქეს N17(42).
ჟურნალი სრულიად შემთხვევით მაინცდამაინც 39-ე გვერდზე გადავშალე და წავაწყდი დეკანოზ დავით გოცირიძის მოგონებებს გაბრიელ ბერზე.
ახლა ამ მოგონების ერთი ფრაგმენტი მინდა, პირველ რიგში, დავით-ლევან ბერძენიშვილის საყურადღებოდ გავაზიარო.
“მამა გაბრიელმა…ერეკლე მეორის საფლავთან დაიჩოქა და ხმამაღლა თქვა: “დიდო მეფეო, ყოველი შენი ქმედება ქვეყნის წინაშე
მ ა რ თ ა ლ ი იყო!!! სხვა გზა ერის დაღუპვა იქნებოდა!”