„მაისის ბოლოს დამირეკა და შემახსენა, ხომ გახსოვს წამალი ივნისის თვეში მითავდებაო“ – ქობულეთში 16 წლის გოგონა გარდაიცვალა

August 26, 16:02
0
505

16 წლის გოგონა, რომელსაც არაერთი ადამიანი გულშემატკივრობდა, გარდაიცვალა. სამწუხარო ამბავს სოციალურ ქსელში ქობულეთის საკრებულოს წევრი ლია შაქარიშვილი ავრცელებს.

„ფირუზისფერ თვალება ბოშა გოგო ნანორი მარადისობის ნაწილი გახდა.

პირველად მასზე და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ახალგაზრდებთან ნიკოლოზ ჯინჭარაძე მორიგი შეხვედრისას გავიგე. ნანორის თანასკოლელები (მე-5 საჯარო სკოლა) ნარგიზ ჯინჭარაძე ქუჩის საქველმოქმედო აქციებით და ასე შეგროვილი. თანხებით ცდილობდნენ დახმარებოდნენ, რაც რა თქმა უნდა, დიდი სიკეთე, მაგრამ ამ ურთულესი დაავადებისა და საჭირო მედიკამენტის შესაძენად, არასაკმარისი იყო.

ამის შემდეგ ერთად დავიწყეთ ბრძოლა მისი. სიცოცხლის გახანგრძლივებისთვის.

მალე IFES -ის პროექტის ფარგლებში Tamila Dolidze Guranda Dolidze ბოშა ქალებს შევხვდით და იქ ნანორი – ეს მხიარული.და სიცოცხლეზე უზომოდ შეყვარებული გოგო ხარ შენ როგორ ხარ, უშუალოდ გავიცანი. ჩვენი ხანმოკლე მეგობრობაც აქედან დაიწყო.

მაისის ბოლოს დამირეკა და შემახსენა, ლია დეიდა, ხომ გახსოვს წამალი ივნისის თვეში მითავდებაო. რა თქმა უნდა, მახსოვდა ამ პატარა გოგოს გასაჭირი.

ამ საქმეში აჭარის მთავრობის თავმჯდომარის უპირობო მხარდაჭერა გვქონდა. მისი თანადგომით ნანორის ძვირადღირებული მედიკამენტი უწყვეტად ქონდა.

ცხოვრებას თავისი კანონები აქვს და ზოგჯერ ადამიანების სურვილისა და მცდელობის მიუხედავად, სიკვდილი სიცოცხლეზე იმარჯვებს.

სიმშვიდე და ცხონება ნანორის სულს”

Cesko