„უცნაურობების და კოსმოსური მოულოდნელობების დღეა!“ – რა ინფორმაციას ავრცელებს მიხეილ ცაგარელი?

0
448
20 Views

დღე მზისა და მთვარის ერთობლივი გავლენის ფონზე ჩაივლის. მზე შრომისმოყვარე და პასუხისმგებელი ქალწულის, მთვარე კი, აქტიური და ენერგიული ლომის ზოდიაქოს ნიშანში იქნება, ამიტომ ადამიანებშიც სწორედ ეს თვისებები გაძლიერდება ყველაზე მეტად.

პარტნიორული ურთიერთობა – პოზიტიური დღეა ძველი ურთიერთობების აღსადგენად, თუმცა არ ღირს წყენის გახსენება. პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა კოსმეტიკის და პარფიუმერიის, ტანსაცმლის და ფეხსაცმლის, ძვირფასი და ანტიკვარული ნივთების, საჩუქრებისა და სუვენირების შესაძენად, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დასაწყებად, კულტურული და გასართობი ღონისძიებების მოსაწყობად, იურიდიული კონსულტაციის მიღებისა და სასამართლო პროცესების მოსაწყობად, ახალი სამსახურის მოძიებისა და ახალი თანამდებობის დასაკავებლად. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, ხელშეკრულებების და გარიგებების გაფორმება, მცენარეების დარგვა და გადარგვა, ბინის შეცვლა და სესხის აღება. ჯანმრთელობა – მოერიდეთ სიმძიმის აწევას, ფიზიკურ და გონებრივ დატვირთვას. მოერიდეთ წყლის პროცედურებს, საუნას და სოლარიუმს, რადგან დღეს განსაკუთრებით მაღალია გულის სპაზმის განვითარების რისკი. კარგი დღეა თვალების და ნერვული სისტემის სამკურნალოდ. გაამდიდრეთ კვების რაციონი ზღვის პროდუქტით. გაუფრთხილდით დასუსტებულ ხერხემალს და გულ-სისხლძარღვოვან სისტემას.დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, ბეჟი, ნაცრისფერი და ვერცხლისფერი, ასევე ქარვა, სარდიონი, სერდოლიკი, ბრილიანტი და მთის ბროლი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, ცაგარეკოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს. სიზმრები – დაიმახსოვრეთ დღევანდელი სიზმარი, რომელიც შემდგომი სირთულეების მანიშნებელი გახდება. ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ვერძისთვის, სასწორისა და მშვილდოსნისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ კუროს, მორიელს, თხის რქას და თევზებს.

Cesko