გლდანის სასჯელაღსრულების #8 დაწესებულების ყოფილი თანამშრომელი, ვლადიმერ (ლადო) ბედუკაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
“ისეთი რაღაცეები მესმის მალე ერთ დროს სოციალურად დაუცველი მოქალაქის იოსებ გოგაშვილის გაზულუქებ- გააზატება მოგონება იქნება თუ როგორ აიწყეს ცალკალოშა ბიჭუნებმა ცხოვრება, რომ ლამის თავად ივანიშვილს გადაასწრონ მწვანე კუპიურების ოდენობაში…
ასი ათასებით აღარ, ვინ როგორ .. უკვე მილიონებზე ვაჭრობით იყოფენ გავლენის სფეროებს, იშორებენ კონკურენტებს, ერთმანეთს სვრიან და შემდეგ ხელოვნურად გამოყვანილი კაციჭამია ვირთხებისმსგავსი აგენტ-პროვოკატორების დახმარებით თავისუფლდებიან შავი ლაქებისგან , კომპრომატებისგან, იხანგრძლივებენ თანამდებობებზე ყოფნის ვადას, იწერენ ქულებს იქ,ზემოთ.
ნაცვლად საქმის კეთების -გართულები არიან მომხვეჭველობით, ქაღალდი ხომ ყველაფერს იტანს, ქვეყნის “ჯერარნახულ” პროგრესს”,წარმატებებსაც”!
სულ ცოტა 10 წლის წინ გაიხედეთ ბიჭებო, ურთიერთდაპირისპირებულ კლანებს შორის ქიშპს და ჭიდილის მეტს კი არაფერს დაუღუპავს სააკაშვილი?!
არადა, მართლა როგორ მარტივია ერთ მუჭად შეკრული პროფესიონალი, გულანთებული , ერთგული , პატრიოტი ( ეს სიტყვაც როგორ გააუფასურეს!) ადამიანების მიერ ქვეყნის წინ წაწევა და გადარჩენა…
იმედია, საქართველოს უსაფრთხოების სამსახურს გააჩნია დანაყოფი, რომელიც თუ არ რეაგირებს, სწავლობს მაინც თანამდებობის პირთა ქონების წარმომავლობის საკითხებს..”, – წერს ბედუკაძე.