“… ან იქნებ ზოგიერთ ელჩს გენერალ-მაკონტროლებელ-გუბერნატორის სტატუსიც ჩააბარეს და ესეც ვერ გაგვიგია?” – გიგლა ბარამიძე

August 17, 20:28
0
888

პოლიტიკოსი გიგლა ბარამიძე სოციალურ ქსელში გზავნილს ავრცელებს:

ქალბატონ კელის ვნებანი, სხვა რა ვუწოდო პატივცემული ელჩის უკვე მერამდენე არადიპლომატიურ დამოძღვრება-ჭკუის სწავლებას თუ პერიოდულად მუქარანარევ ოპუსებს იმ ქვეყნის ხელისუფლების , პოლიტიკური ძალების, მმართველი გუნდის თუ საზოგადოების მიმართ , სადაც თავად არის აკრედიტირებული…

ნუთუ გააუქმეს ვენის კონვენცია და არ ვიცით?
ან იქნებ ზოგიერთ ელჩს გენერალ- მაკონტროლებელ-გუბერნატორის სტატუსიც ჩააბარეს და ესეც ვერ გაგვიგია?
ან იქნებ უკვე საქმე გვაქვს ელჩის პირად ჭმუნვებთან , სუბიექტურ განწყობებთან, ემოციებთან, ურთიერთობებთან და ჩვენ, ღმერთო გვიშველე, ვერ მიმხვდარვართ?
რა ვზას დავადგეთ, ვის შევჩივლოთ?
ფოლკნერი მკვდარია, სინკლერ ლიუისიც, ო, ჰენრიც და ფიცჯერალდიც, ჯორჯ ვაშინგტონიც და რონალდ რეიგანიც….
ვის ვკითხოთ, ვინ გვიშუამდგომლებს , ვინ დაგვამშვიდებს?
ნეტა მაცოდინა!

Cesko