“მთელი დასავლეთი სულიერად დაღუპვის ეტაპზეა, ის რჩება გარყვნილების კერად. ჭირი თქვენს სახლებს, საწყალო დეგენერატებო”

0
671
26 Views

“ცალკეული ერები უკვე არსებითად დაიღუპნენ სულიერად. მთელი დასავლეთი იმავე ეტაპზეა. მათი შვილები იქ უკვე აცხადებენ საკუთარ თავს ტრანსგენდერებად, უფროსები კი ამ ამბებს ემოციებით აღიქვამენ. მათთვის მთავარია ადრეული ასაკიდან ახალგაზრდა თაობის მხარდაჭერა დეგრადაციის გზაზე…“ – წერს კადიროვი.

კადიროვმა მაგალითად მოიყვანა კანადის ქალაქი ვანკუვერი, სადაც ოთხი წლის გოგონამ გამოაცხადა, რომ აპირებდა სქესის შეცვლას, ამ ამბებს, კადიროვის თქმით, სიხარულით შეხვდნენ „არა მხოლოდ ლგბტ მხარდამჭერები, არამედ გოგონას დედაც“.

“არ ვიცი, საიდან მოდიან ასეთი ფსიქიკურად არანორმალური ადამიანები. მე არ ვსაუბრობ ბავშვზე, არამედ უფროსებზე, რომლებიც გარეგნულად ადეკვატურები არიან. სირცხვილი, სირცხვილი და სირცხვილი! დასავლეთი რჩება გარყვნილების კერად. ჭირი თქვენს სახლებს, საწყალო დეგენერატებო“, – დასძინა ჩეჩნეთის ხელმძღვანელმა.

 

Cesko