საქართველოს განათლების სისტემა ერთ-ერთი ყველაზე უვარგისია მსოფლიოში! – დემურ გიორხელიძე

0
613
20 Views

ეკონომისტი, დემურ გიორხელიძე სოციალურ ქსელში გზავნილს ავრცელებს:

გუშინ ტაქსით ვიმგზავრე.
საჭეს ასე 50 წელს გადაცილებული კაცი უჯდა,
სამეგრელოდან იყო. როგორც ამ კუთხის ადამიანებს
ახასიათებთ, ღრმა ბუნებრივი ინტელექტი და იშვიათი
განსჯის უნარი ჰქონდა. ადამიანის ფსიქოლოგიას კი
აშკარად უზადოდ ფლობდა!

ჩაჯდომისთანავე საუბარი დამიწყო
(ცხადია, მომენტალურად მიცნო):
“ამ ქვეყანას რაიმე ეშველება?” –
მკითხა მან და თავად განაგრძო საუბარი:

“ერთი წიგნიერი კაცი მანახეთ ხელისუფლებაში –
[მან ზუსტი სიტყვა გამოიყენა – “წიგნიერი”…
წიგნიერება ხომ ზოგადად განათლებასა და ცოდნას
უკავშირდება და არა პრიმიტიულ “ნაკითხობას”,
რომელიც შეიძლება არასდროს გადავიდეს განათლებაში],
– პასუხიმგებლობა რომ ჰქონდეს!”

და, ბოლოს:
“არაფერი ამ ქვეყანას არ გადაარჩენს სწავლა-განათლების გარდა!..”

p.s.
სულით ქართველმა კაცმა იცის, სად არის გამოსავალი!
ხელისუფლებაში მყოფი ხალხი უსაშველოდ შორს არის
ამ აზრისგან, რადგან არაწიგნიერება უშლის ხელს და
არაწიგნიერების გამო არიან სხვისი მსახურები, გარდა საკუთარი ქვეყნისა!

წიგნიერები რომ იყვნენ, განათლება და შინაგანი
კულტურა უკარნახებდა საჯაროდ ქცევის, საქმის
კეთებისა და პასუხისმგებლობის მიმართულებას.

წიგნიერები რომ იყვნენ, ასეთ თახსირ და არფრისმაქნის,
იდეოლოგიით გამოთაყვანებულ განათლებისა და
მეცნიერების სამინისტროს არ შექმნიდნენ, რომელიც
უსაშველოდ შორს არიან იმისგან, რასაც განათლება და
მეცნიერება ჰქვია; 27 წელია, სიგლახისა და გადაგვარების
დაკვეთილ მიმართულებებს არ განავითარებდნენ
საქართველოში ასე აშკარად და უტიფრად!

შედეგი:
საქართველოს განათლების სისტემა ერთ-ერთი ყველაზე
უვარგისია მსოფლიოში!

მაგრამ ასეა!
არაწიგნიერი საკმაო ნაწილის მხარდაჭერით არაწიგნიერი
ადამიანები ხელისუფლებაში – სტიქიური უბედურებაა!

შეუძლია თუ არა ხალხს ამ 27-წლიანი სტიქიური
უბედურების შედეგების გასწორება –
დრო გვიჩვენებს!

ჩემმა გუშინდელმა მოსაუბრემ ზუსტად იცის,
სად არის გამოსავალი!
და ის მარტო არ არის ამ აზრში!

Cesko