მსახიობი ნუგზარ კვაშალი ჟურნალ „გზასთან“ მამუკა ონაშვილს იხსენებს:
„მალე 71 წელი მისრულდება. ბევრი სიკვდილი ვნახე, ულმობელმა დრომ არაერთი საყვარელი ადამიანი წამართვა, მაგრამ ახლა ყველა ტკივილი ერთდროულად განმიახლდა. ახალგაზრდა მეგობარი დავკარგე. შეძრული ვარ. ამ შეშლილ და გაუბედურებულ სამყაროში ადამიანის სახით მოვლენილი ერთი დიდი სიკეთე და სიყვარული ჩაქრა… უბედური შემთხვევისგან არავინ არის დაზღვეული, მაგრამ ყველას უნდა გვახსოვდეს, ამქვეყნად მეორედ ვეღარ მოვალთ და ფრთხილად უნდა ვიყოთ. თავადაც დავდივარ მანქანით ქალაქშ და, რომელ ქვეყანაშია რ ვყოფილვარ, მაგრამ ასეთი საგიჟეთი, ქაოსი და განუკითხაობა არსად მინახავს…
გული მიკვდება. ისეთი ადამიანები, როგორიც მამუკა იყო, ასეთ შეცდომებს ეწირებიან. ეს ხომ პირველი შემთხვევა არ არის და სამწუხაროდ, არც ბოლო იქნება… ის იყო ადამიანი, რომელსაც თავგანწირვა, თანადგომა შეეძლო…“