“ის იყო ჩემი ასისტენტი ჟენევაში, რომ დავდიოდი კონფერენციაზე და გრანტებს რომ ვპოულობდი საქართველოსთვის- სანდრა რულოვსი

0
6711
58 Views
“ის იყო ჩემი ასისტენტი ჟენევაში, რომ დავდიოდი კონფერენციაზე და გრანტებს რომ ვპოულობდი საქართველოსთვის. ის იყო ჩემი ასისტენტი, აბა, ჰკითხეთ მაგას… რა სირცხვილია, აქ რომ ცდილობს ჩემს წინააღმდეგ ასეთი ბოროტების ჩადენას. ეს უბრალოდ სირცხვილია მისგან. ის მიცნობს პირადად, ამდენი წელი ერთად ვმუშაობდით, ამდენი სარეკომენდაციო წერილი მაქვს დაწერილი ამ ბიჭისთვის, რამდენი რამე მაქვს გაკეთებული,

ხოდა ახლაჩემს წინააღმდეგ წავიდა. მე დღეს შევიკავე თავი, აქ იყო, მეც აქ ვიყავი ანაკლიაში, დავინახე ეზოში, მაგრამ შევიკავე თავი, რადგან მშვიდად იდგა, მაგრამ ახლა რას მაიმუნობს იქ, შიგნით და რას მავნებლობს?! ეს ძალიან კარგად ვიცი, მაგრამ ამას არ ვაპატიებ. იმან მაინც უნდა იცოდეს, მე ვინ ვარ და რა დგას ჩემს უკან. ის უყურებს ახლა, ბიძინა როგორ ტაშს დაუკრავს, მე კიდევ მამოძრავებს ხალხი, რომლებსაც ცრემლები აქვთ თვალებში, როდესაც მაცილებენ და მეუბნებიან, რომ მათი ბოლო იმედი ვარ. ხოლო, ის იმ იმედით არის აქ, რომ მერე ივანიშვილმა პრემიები გადაურიცხოს ან ტაში დაუკრას ან პრემიერად დანიშნოს“, – განაცხადა სანდრა რულოვსმა.
სანდრა რულოვსის განცხადებას არჩილ თალაკვაძე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ არ იცის, ვინ იყო სანდრა რულოვსისი ასისტენტი, რადგან ის გლობალური ფონდის სამეთვალყურეო საბჭოში სახელმწიფოს წარმომადგენლად მუშაობდა.
“სანდრა რულოვსის გარემოცვა და ასისტენტები ვინ იყვნენ არ ვიცი, რაც შეეხება ჩემს მუშაობას ჟენევაში, გლობალური ფონდის სამეთვალყურეო საბჭოში მუშაობა დავიწყე როგორც სახელმწიფოს წარმომადგენელმა, 2013 წლიდან, მინისტრის მოადგილის პოზიციიდან”, – ასე პასუხობს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე სანდრა რულოვსს.
თალაკვაძის განმარტებით, სანდრა რულოვსმა ბორდი დატოვა და ის გახდა ბორდის წევრი საქართველოდან.
“ეს მოხდა მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში ჩვენი მოსვლის შემდეგ, სანდრა რულოვსს უფლებამოსილება შეუწყდა ჯანდაცვის ეროვნულ საკოორდინაციო საბჭოში“, – განმარტა არჩილ თალაკვაძემ.

Cesko