„ყველაფერი ისეა, როგორც ედუჩიმ თქვა“ – რას ამბობს ნანუკა ჟორჟოლიანი სააკაშვილის ქართული პოლიტიკიდან წასვლაზე

0
854
22 Views

ჟურნალისტი, ნანუკა ჟორჟოლიანი საქართველის ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ქართული პოლიტიკიდან წასვლაზე წერს. მისი თქმით, სააკაშვილის ვაჟის, ედუარდის სიტყვები გამართლდა.

„სინამდვილეში როგორ არ არის?!

მიშა არ აკეთებს განცხადებებს „ქართული ოცნებისთვის“ და ეს, ყველაზე კარგად იცის „ნაციონალური მოძრაობის“ ყველა ლიდერმა.
ყველაფერი ისეა, როგორც ედუჩიმ თქვა.

ბევრი მიზეზის გამო (რაზეც ცოტა მერე საჯაროდაც ვისაუბრებ) მიშა აღარ არის არც „ნაციონალური მოძრაობა“ და არც ქართული პოლიტიკა.

ბევრს საქმე გაუმარტივა, აღარ დასჭირდებათ დათვლა, ცოტა მეტჯერ ხომ არ ახსენეს.

სადაც არ უნდა იყოს, დიდხანს იცოცხლოს“! – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ექსპრეზიდენტის ადვოკატმა, ვალერი გელბახიანმა თქვა, რომ სააკაშვილის პოლიტიკური გეგმები უკრაინას უკავშირდება და არა საქართველოს.

 

Cesko