„ორი დღის მანძილზე დავარდნილი იყო, ინსულტი დაემართა, საავადმყოფოში არ წაიყვანეს“ – ქართველი ემიგრანტი დამსაქმებელმა სასიკვდილოდ გაწირა

July 31, 07:48
0
568

ბერძენი მოქალაქე სოციალური ქსელის ჯგუფში უმძიმესი ფაქტის შესახებ წერს. მისი თქმით, ქართველ ემიგრანტს ინსულიტი დაემართა, დამსაქმებელმა კი საავადმყოფოში არ წაიყვანა.

„მოგესალმებით, ეს მომხდარი ფაქტი რეალობას შეესაბამება. ათენში ქართველი ქალბატონი უვლიდა მოხუცებულ ქალს, რომელიც ჯანმრთელობას არ უჩივის (დადის და ლოგიკურად აზროვნებს).

რამდენიმე დღის წინ, შეიძლება საათების წინ, ქართველი ქალბატონი დავარდნილა ძირს, რადგან ინსულტი დაემართა.

ორი დღის მანძილზე იყო დავარდნილი და მიზეზი თუ რატომ არ წაიყვანეს საავადმყოფოში არის ის, რომ მისი დამსაქმებელი არ დაინტერესდა!

არა მარტო მისი დამსაქმებელი, არამედ დამსაქმებლის ოჯახიც, რომელიც დასასვენებლად იყო წასული. (ინფორმირებული იყვნენ, რადგან ბერძენმა მოხუცმა მათ უთხრა ქართველი ქალბატონის შესახებ, რომ დავარდნილი იყო).

ორი დღის შემდეგ ქალბატონი იმყოფება აგიო სავვას საავადმყოფოში. გადმოიყვანეს ევაგელისმოს საავადმყოფოდან და არის მძიმედ.

დასკვნა თქვენ გამოიტანეთ! როგორც კი გავიგე ამ თემასთან დაკავშირებით, ძალიან გავნერვიულდი.

ქალბატონს არ აქვს საბუთები და დიდი ხანია რაც საბერძნეთში ცხოვრობს“, – წერს მოქალაქე.

საქართველოში, ქართველი ქალბატონის ოჯახის წევრებმა უკვე გაიგეს მომხდართან დაკავშირებით.

პრაიმტაიმი

Cesko