ამ ქვეყანაში გლოვაც არ ვიცით პოლიტიკური ქულების დაწერის გარეშე… – ეს სურათები ანა დოლიძის მაგვარი უნამუსო პოლიტიკოსების გამო დავდე

0
2643
22 Views

უფლებადამცველი, ინგა ბერიკაშვილი, ფეისბუქში პოსტს აქვეყნებს და დღეს დატრიალებულ ტრაგედიას ეხმაურება:

“ამ ქვეყანაში გლოვაც არ ვიცით პოლიტიკური ქულების დაწერის გარეშე..
ეს სურათები ანა დოლიძის მაგვარი უნამუსო პოლიტიკოსების გამო დავდე, რომ ნახონ მთავრობაც ზაზასთან ერთად დაფრინავდა ამ ვერტმფრენით რადგან ძალიან მაგარი პროფესიონალი იყო…
მე არ ვიცოდი თუ ზაზა მართავდა, დაწერეს და ამიტომ დავწერე მეც…
უბრალოდ დადუმდით ასეთი ტრაგედიის დროს, მართლა ყელში ამოხვედით ეს ვითომ ადამიანის უფლებების დამცველად მოვლენილი მავნეები, კმარა…
ევროპაშიც ხდება “ძალიან სვეტებო”!
ზუსტად ვიცი ეს ეს რა აუტანელი ტკივილის, სული რომ კივის და ტკივილისგან თვალთ გიბნელდება, ასე მგონია საკუთარ ძმას და მამას დავტირი როცა ასეთ ამბებს ვიგებ, ხშირად გასვენებაშიც მიჭირს წასვლა ცუდად ვხვდები და აცადეთ ხალხს გლოვა კრიტიკის გარეშე…
უბრალოდ გაჩუმდით ამ დროს….” – წერს ბერიკაშვილი.

შეგახსენებთ, რომ პოლიტიკოსმა ანა დოლიძემ განაცხადა შემდეგი:


“თქვენი არ ვიცი და მე კი მინდა ომი იმასთან, რომ ამ ქვეყნის მმართველს რამდენიმე ვერტმფრენი ყავს, რითაც გადაადგილდება იქით-აქეთ უსაფრთხოდ, ხოლო ხალხს რომელიც მის 10 წლის განმავლობაში მართულ ქვეყანაში დღეს და ღამეს ასწორებს სხვების გადასარჩენად არცერთი თანამედროვე ვერტმფრენი არ ყავს. მინდა ომი ამ სასტიკ ცინიზმთან და უთანასწორობასთან.”

Cesko