“50 წუთი ნუგზარ წიკლაურს კი არა, გიგა ბოკერიას არ დავლოდებივარ არსად” – ჩერგოლეიშვილი გრიგოლიას

July 28, 23:39
0
406

50 წუთი ნუგზარ წიკლაურს კი არა, გიგა ბოკერიას არ დავლოდებივარ არსად, – ასე ეხმაურება “ტაბულას” დამაარსებელი თამარ ჩერგოლეიშვილი ინგა გრიგოლიას “რეაქციაში” მომხდარ ფაქტს, რა დროსაც მისი თქმით, დიდხანს ლოდინი მოუწია.

მისივე თქმით, როგორც გადაცემა წავა, ისე მისი ცხოვრება არ და ვერ წავა.

“თან მე ყოველთვის ვამოწმებ გასვლის წინ, დრო ხომ არ შეიცვალა – ამჯერადაც გადავამოწმე.
“გადაცემა როგორ წავა” ისე ჩემი ცხოვრება ვერ წავა და არ წავა და ამ დამოკიდებულების მიღება სწორად არ მიმაჩნია.
სხვებს შეიძლება აქვთ მაგდენი დრო.
მე არ მაქვს”, – წერს ჩერგოლეიშვილი.

Cesko