“ვინ მოგცათ მაგის ლეგიტიმაცია, რომ მუქარანარევი გზავნილებით გვესაუბროთ მილიონ ამომრჩეველს?” – ზურაბ ქადაგიძე კელი დეგნანს

0
664
27 Views

ანალიტიკოსი, ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელით აშშ-ის ელჩს საქართველოში, კელი დეგნანს მიმართავს:

“კელი დეგნანი- “მმართველი პარტიის წევრები ცუდ სამსახურს უწევენ ქართველ ხალხს”…
ცნობისათვის ქალბატონო ელჩო, მმართველი პარტიის უკან 1000000 ამომრჩეველია და რატომ აძლევთ თავს უფლებას ასე უპასუხისმგებლოდ, უაპელაციოდ მოიხსენოთ უმრავლესობის მიერ არჩეული ხელისუფლება?!…ვინ მოგცათ მაგის ლეგიტიმაცია,რომ მუქარანარევი გზავნილებით გვესაუბროთ?!…

ისე ცუდი სამსახური ის უფროა, ჯერ არ შევხვედრივარო და ახლა კი შევხვდი,მაგრამ არანაირი შანტაჟი და ომის თემა არ გვქონია ივანიშვილთანო…
რეპუტაციულ სარგებელს არ მოგცემთ ასეთი დამოკიდებულება ქვეყნის მიმართ,როდესაც უმრავლესობას არად აგდებთ და კონკრეტული რადიკალური ჯგუფების “ნარატივს” ყვებით…”, – წერს ქადაგიძე.

შეგახსენებთ, ყოფილმა პრემიერმა, ბიძინა ივანიშვილმა განცხადება გაავრცელა, სადაც საუბარი იყო ამერიკის ელჩთან საქართველოში კელი დეგნანთან შეხვედრაზე, რაც მოგვიანებით ელჩმაც დაადასტურა. დეგნანმა კიდევ ერთხელ განმარტა, რომ საქართველოს ომში ჩათრევას არავინ ცდილობს.

Cesko