ედუარდ სააკაშვილის სკანდალური განცხადება: ,,მამაჩემი არ არის მომავლის ლიდერი… მისი როლი ქართულ პოლიტიკაში გაუგებარია”

0
2594
36 Views

,,მამაჩემის დეპოლიტიზირება უნდა მოხდეს” – განაცხადა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ვაჟმა ედუარდ სააკაშვილმა ,,პირველი ხაზის” ეთერში.

-მამაჩემის ჯანმრთელობის საკითხი უნდა იყოს ნაკლებად პოლიტიზირებული, რომ საზოგადოებაში შეიქმნას კონსესუსი, რომ ის იმსახურებს ღირსეულ მკურნალობას. შეიძლება მისი როლი პოლიტიკაში უნდა გადაიხედოს. მე ერთი კვირაა, რაც საქართველოში ვარ. ვიმოგზაურე საქართველოში, მეგობრებს შევხვდი. ხალხი მხვდება ქუჩაში და მეკითხება, მიშა როგორ არისო. ვგრძნობ, რომ არის ფართო დაინტერესება მამაჩემის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, მაგრამ მე ტონში ვამჩნევ, რომ ბევრი მათგანისთვის მამაჩემი არ არის მომავლის ლიდერი ან მსგავსი. მასზე არ მეკითხებიან, მიშა გამოვიდეს და გადაგვარჩენსო. კი, ბევრია ასეთი, ვინც ასე ფიქრობს, მაგრამ ბევრია ისეთი, ვინც აფასებენ მის როლს პოლიტიკაში და უბრალოდ მისთვის უნდათ კარგი, ნერვიულობენ მასზე, როგორც ადამიანზე. ისინი ამომრჩევლებიც კი არ არიან ნაციონალების. მამაჩემიც უნდა დეპოლიტიზირდეს ცოტა.

მისი როლი ქართულ პოლიტიკაში ცოტა გაუგებარია. არ ვიცი, კიდევ რა უნდა მოხდეს, რომ ის მთავრობაში დაბრუნდეს. ეს ჩემთვის რთული წარმოსადგენია. მე როცა შევდივარ მამაჩემთან, ის მხოლოდ უკრაინულ ტელევიზიას უყურებს. მე მგონი, თვითონაც ხვდება, რომ იქ უფრო შეიძლება ჰქონდეს მომავალი მის კარიერას, ვიდრე აქ. ჩვენ ამაზე ვისაუბრეთ…

მამაჩემი არც ბევრს წერს პოლიტიკაზე, აღარ ერევა პოლიტიკაში. ჩამოსვლამდე ის ამბობდა, მე ჩამოვალ, შევცლით ხელისუფლებას, დაიწყება აღმშენებლობა, მაგრამ რეალურად ეს თეორია არ გამოდგა მართალი. ის ჩამოვიდა და მივიღეთ კატასტროფული მდგომარეობა. ეს იყო ძალიან დიდი შეცდომა.

მე და გიული ვიყავით ევროპაში. როცა იქ ჩვენ აქცენტს ვაკეთებთ მხოლოდ ჰუმანიტარულ მხარეზე, ბევრად დიდი კონსესუსი არსებობს, ვიდრე თუ ჩვენ დავიწყებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტპატიმარი. იქ უფრო იყოფა აზრები. თუ ჩვენ მოვახერხებთ, საზოგადოების კოსოლიდაციას… მამაჩემისთვისაც იქნება კარგი, თუ მოახდენს საკუთარი თავის… ეს უნდა იყოს სარწმუნო და არა – ტრიუკი…

მამაჩემი უნდა იყოს კონცენტრირებული მხოლოდ ერთ რამეზე, რაც არის მისი გადარჩენა, ამაზე მნიშვნელოვანი მისთვის არაფერი უნდა იყოს. თუ ის გახდება პოსტპოლიტიკური ფიგურა, ეს კარგი იქნება, – განაცხადა ედუარდ სააკაშვილმა გიორგი ნიორაძის გადაცემაში

Cesko