ლევან ნიკოლეიშვილი: ეს არც მედიაა, არც თავისუფალი სიტყვა და არც დემოკრატია

0
463
18 Views

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში „მთავარი არხის“ ჟურნალისტის მიერ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძისთვის დასმულ კითხვას ეხმიანება.

„გინდა ტელევიზია უწოდე, გინდა ჟურნალისტი დაირქვი, გინდა პოლიტიკოსი და გინდა არასამთავრობო ორგანიზაცია, ფაქტია რომ არ ხარ! ფულით დაბრმავებამ, უკვე სამშობლოს (საერთოდ თუ იცი რა არის, ეს საკითხავია მხოლოდ!) დავიწყებაც იცის, ზრდილობისა და ღირსებისაც (ისიც საკითხავია თუ გაქვს!), აი ეს არის რეალობა, რომელიც ჩვენ გვხვდება თითქმის ყოველდღიურად – ე.წ. მედია სივრცეში, უფრო სწორედ კი რადიკალური ოპოზიციის პარტიულ-დეზინფორმაციულ, ე.წ ტელევიზიებისა და ე.წ. ჟურნალისტების მხრიდან!

კითხვას სვამენ, პასუხს არ ელოდებიან, კივიან და წივიან, კორონა ვირუსის გავრცელება უხარიათ, ტყუილების და პანიკის ნიაღვარს აფრქვევენ, საქართველოს ზიზღით ყოველგვარ სისაძაგლეს ჩადიან, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან „ჩვეულებრივად,“ საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ თანამშრომლობენ, სხვა ქვეყნის ურჯულო არაკაცებს ემლიქვნელებიან, ენის მოჩლექით ელაპარაკებიან, ადამიანებს ოჯახში უვარდებიან, კარებზე უკაკუნებენ, ზარს რეკავენ – არ უღებენ, მაშინ აბრახუნებენ, ღობეზე მიძვრებიან და ოჯახის არასრულწლოვან წევრებს აშინებენ და აბულინგებენ, საკუთარ რელიგიას და პატრიარქს ლანძღავენ, ხელისუფლების წარმომადგენლებს რაც მეტად უზრდელად მიმართავენ და ენას წაუტლიკინებენ ჰგონიათ, რომ უფრო კარგი ტიპები არიან! ომს და რევოლუციას ელიან და აანონსებენ, ლაჩრებს გმირებს ეძახიან, კრიმინალებსა და ქვეყნის გამყიდველებს მთავარსარდლებს, სამწუხაროა, კი არა ტრაგედია, მათი პირადი ტრაგედია, ოღონდ, მთავარი კი ის არის, რომ ეს არც მედიაა და არც თავისუფალი სიტყვა, და არც დემოკრატია! ეს ყველაფერი კი, საქართველოში, ოჯახში გაზრდილ, ნამდვილ უნივერსიტეტში განათლებული და მორწმუნე ხალხისთვის მიუღებელია, ხოლო საპირისპიროდ გაუზრდელ, გაუნათლებელ, უღირსო და უღმერთო არსებებისთვის კი მისაღებიც და მოსაწონიც! ყველაზე ამაზრენი კი ის არის, რომ ჯერ უზრდელობენ, მერე შეურაცხყოფაზე გადადიან, საპასუხო რეაგირების შემთხვევაში, კი დასხდებიან და ტირიან და ჩივიან, როგორც მათი ერთ-ერთი „მედია მენეჯერი“ პატარა ჭუტა“, – წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

ცნობისთვის, „მთავარი არხის“ ჟურნალისტმა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლის, დავით არახამიას სიტყვების შეფასება სთხოვა და ჰკითხა, არის თუ არა ირაკლი კობახიძის მამა „კაგებეს“ აგენტი, რაზედაც ირაკლი კობახიძემ უპასუხა: „კაგებეს“ აგენტი მამაშენია“:

„ქალის სახე დაკარგე. პირი მოიწმინდე, სააკაშვილივით გაქვს პირი, დაემსგავსე მართლა ყველაფრით შენს ბელადს… შენ ხარ არახამია, როგორც ის არ არის კაცი, ისე შენ არ ხარ ქალი, „ნაცმოძრაობის“ გულისთვის დაკარგე სახე“, – უთხრა კობახიძემ ჟურნალისტს.

Cesko