“სააკაშვილით დაავადებულია ეს “ცოლ-ქმარი” და ციხეში დაუძლურებულ პრეზიდენტს მუდამ ქოლავენ, მის განადგურებას ლამობენ…”- თაკო ჩარკვიანი

July 23, 13:53
0
782

პარტია “კანონი და სამართლის” ლიდერი, თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ პარტია “ევროპული საქართველოს” ლიდერი, გიგა ბოკერია და ჟურნალ “ტაბულას” დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი ციხეში დაუძლურებულ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს მუდამ ქოლავენ და მის განადგურებას ლამობენ.

“ახლა ვუსმენდი ტვ ეთერში, ჩერგოლეიშვილმა ერთგვარი “ჩვეული ინტონაციით და ანალიზით” განაცხადა, თურმე ჰოი საოცრება; რატომ უნდოდა ხალხს ცვლილება და რატომ გვჯეროდა რომ რაიმეს გააკეთებდა ივანიშვილი ანუ 2012 წელს რატომ დაიჯერა უმრავლესობამ, მათ შორის მე თამარ ჩარკვიანმა.

ნუ სააკაშვილით რომ დაავადებულია ეს “ცოლ-ქმარი” და ციხეში დაუძლურებულ პრეზიდენტს რომ მუდამ ქოლავენ და მის განადგურებას ლამობენ ყველამ ვიცით და ვისმენთ და ვუყურებთ დიდი ხანია, მაგრამ ვინმემ აუხსნას იქნებ ამ ქალს და “გაიგოს” როგორმე, რომ ივანიშვილი და საერთოდ ზოგადად 2012 წლის ხელისუფლების ცვლილება სწორედ რომ ამ “ცოლ-ქმრის” ბოკერია-ჩერგოს და ამ ტიპის “პოლიტიკოსების” ფონზე მოხდა, აი “ესენი” რომ იყვნენ ხელისუფლებაში სწორედ მათი “ნამოქმედარის” და ნაცოდვილარის შედეგია, აი ციხის ბუნტი (ელენე თევდორაძის ჩვენება ყველას გვახსოვს, ბოკერიას პირდაპირ ხელი დაადო ღია ეთერში, დიახ ბოკერიას და არა სხვას “ბოკერია რომ არ ყოფილიყო, რომ არ მოსულიყი ყველაფერი მშვიდად მიდიოდაო”) ისედაც არ დაგვავიწყდეს რომ ბოკერია კარგა ხანს უშიშროების საბჭოს მდივანი იყო, აი პრეზიდენტთან მნიშვნელოვანი ინფორმაციები რომ უნდა მიეტანა და რომ არ მიჰქონდა იმ თანამდეობაზე იყო სწორედ, ახლა ხომ დავრწმუნდით და ნათლად ჩანს ყველაფერი, ახლა რომ სააკაშვილს აბრალებენ სამარცხვინოდ ყველაფერს, ეს დღევანდელი ხელისუფლება სწორედ იმ – სწორედ მათი საზიზღრობების ფონზე მოვიდა – რასაც სჩადიოდნენ, სწორედ ამ ფონზე ხალხმა იოლად დაიჯერა ციხის დადგმული კადრები სამწუხაროდ, იქნებ ვინმემ შეახსენოს ამ “ქალბატონს” ვინმემ გაახსენოს, რომ სულხან მოლაშვილი სწორედ მას ადებდა ხელს, სწორედ ბოკერიას, იქნებ შეახსენოს ვინმემ ამ ქალს, ჟურნალისტ ირაკლი იმნაიშვილთან დაპირისპირება ყოვლად სამარცხვინო – დანაშაულბრივი ქმედება მისი მეუღლისა, რომელიც თანამდებობის პირი იყო მაშინ, იქნებ შეახსენონ და აუხსნას ამ ქალს ვინმემ “დემოკრატიულობის მანტია მოსხმულს”, რომ პოლიტიკოსი ( სულ რომ დამნაშავედ თვლიდეს მღვდელს სასულიერო პირს ან საერო პირს, მოძღვარი იქნება ეს თუ სხვა, დაკავების ოპერაციაში პირადად, უშუალოდ არ უნდა მონაწილეობდეს პოლიტიკოსი რომ გქვია და ეკლესიის კარს არ უნდა ამტვრევდეს “გრუზავიკით” – სატვირთოთი, (და არა მხოლოდ ბოკერია)არცერთ შემთხვევაში არ შეიძლება არა, არ შეიძლებოდა და ვინ მოთვლის კიდევ…. ასე გავაგრძელებ უსასრულოდ ამ “ტანდემის” “გმირობებს” და სააკაშვილის ჯინაზე განზრახ ჩადენილ მზაკვრობებს პირველობის ჟინით შეპყრობილებისა. ახლა კიდევ უფრო ნათლად სჩანს ყველაფერი. ასე რომ…… ისე ობიექტურობა მოითხოვს რომ ვთქვა, რომ მე პირადად ივანიშვილის სახელი და გვარი 2012 წლამდე ბევრად ადრე აი, სადღაც 2005 თუ 2006 -2007 წლებში გავიგე, ყოფილი ხელისუფლებისგან, ( მგონი შინაგან სამინისტროს აფინანსებდა )

Capitel.ge
ასე რომ კითხვა – რატომ დაიჯერა ხალხმა, ამ კითხვას უტიფრად რომ დასვამს ჩერგოლეიშვილი პასუხი ასეთი იქნება: რატომ და თქვენი ტიპის ” მზაკვარი და
ფსიქო” ტიპების ფონზე აღარ ჩანდა სააკაშვილის, მართლა დიდი, სახელმწიფოებრივი აღმშენებლობითი საქმეები და სწორედ ამ ბოკერიას “მანიაკური ეგოს” ფონზე და ჩადენილი “ნამოღვაწარის” ფონზე იოლად დასაჯერებელი გახდა ყველანაირი დადგმული ფეიკი მაშინდელი ხელისუფლების წინააღმდეგ…

ასე იმიტომ ვგულშემატკივრობ მესამე პრეზიდენტს – სააკაშვილს, რადგან ახლა ნათლად ჩანს, კიდევ როგორ მოახერხა, რაც მოახერხა ამდენი მზაკვარის ხელში, სახელმწიფოს შენება და მრავალი წლით გატყორცნა ქვეყანა სახელმწიფო ინსტიტუციების განვითარების გზით დასავლეთისკენ. რაც შეეხება “კონტროლს” ანუ რატომ ვერ აკონტროლებდა სრულად ყველა წერტილს პრეზიდენტი? იმიტომ რომ ჩვენთან დღესაც რუსული სისტემაა პრაქტიკულად, ვერ მოხდა ბოლომდე რეფორმები ვერ გაკეთდა, რთული აღმოჩნდა, ეს ტროლ-ბოტები ეს ყველაფერი რუსული უშიშროების სისტემის ნარჩენია, სრულად გაკონტროლება ყველა პრეზიდენტს გაუჭირდა, ჩვენ ასე ვთქვათ “პოსტსაბჭოთა” სივრცე-ქვეყანა ვართ და არ დაგვავიწყდეს რომ აქ ძალიან ჰქონდა გადგმული ფესვები “აგენტურას “. პირველი პრეზიდენტი იყო გამსახურდია და მოკლეს, ობიექტურობა მოითხოვს ვთქვა, რომ მეორე პრეზიდენტი ანუ შევარდნაძე ააფეთქეს ნავთობ-სადენის გამო. მესამემ რომელიც პუტინს დაუპირისპირდა და მოახერხა 2008 წელს მთელი მსოფლიოს ლიდერებს მოუხმო თბილისში და პუტინის დავდასხმა შეაჩერა ( და ახლა უფრო ჩანს რა მოუხერხებია სააკაშვილს მაშინ) ციხეში კლავენ – ისევ რუსული სისტემა!! ჰოდა ახლა გვაქვს შანსი დიდი დასავლური რეფორმებისა რომ ერთხელ და სამუდამოდ მოვიცილოთ ამ 12 პუნქტის შესრულებით ეს სამარცხვინო სისტემა!! სიტყვა გამიგრძელდა არადა…..

მოკლედ – უტიფრად ნათქვამს ვუპასუხე და აი ეს არის პასუხი ჩერგოლეიშვილის დღევანდელ უტიფრობაზე !!!!!”, – წერს ჩარკვიანი.

Cesko