სანამ ჩემს ქართველ ეროვნებას “ხარისხს” მიანიჭებთ, მითხარით სუფრაზე საქართველოს სადღეგრძელოებისა და “პატრიოტული” ტექსტების წერის გარდა, რა გაგიკეთებიათ ან შეგიწირავთ თქვენი ქვეყნისთვის? – ფადი ასლი

0
707
19 Views

ბიზნესმენი, ფადი ასლი სოციალურ ქსელში კითხვას სვამს და ინტერესდება, ვის რა გაუკეთებია საქართველოსთვის და ქართველებისთვის.

“სანამ ჩემს ქართველ ეროვნებას ‘ხარისხს’ მიანიჭებთ, სანამ საქართველოსადმი ჩემს სიყვარულსა და ერთგულებას კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებთ, მითხარით, რამდენი ქართველი გაგიგზავნიათ საზღვარგარეთ სწავლისთვის თქვენი ხარჯებით? რამდენჯერ გადაგიხდიათ საავადმყოფოს გადასახადი ბავშვებისთვის? რამდენ გაჭირვებულ ოჯახს დახმარებიხართ? რამდენი ქართველი დაგისაქმებიათ? გადასახადების სახით რამდენი გადაგიხდიათ?

სუფრაზე საქართველოს სადღეგრძელოებისა და ‘ პატრიოტული’ ტექსტების წერის გარდა, რა გაგიკეთებიათ ან შეგიწირავთ თქვენი ქვეყნისთვის?არ გამოვიყენებ იმ ბინძურ ლექსიკას, რომლითაც ზოგიერთები საუბრობენ, ეს კარგად აჩვენებს ვინ არიან ისინი- ხალხი მანერების, ღირებულებების, სინდისისა და პრინციპებისგან დაცლილი”, – წერს ფადი ასლი.

 

Cesko