“იმავე ღამეს მოვიდა შუამავალი, გაზეთი გადააფორმე და ექსპერტიზაზე, ამოღებული ფხვნილი სოდა იქნებაო”- რას იხსენებს და რას ვერ პატიობს ელისო კილაძე სოსო გოგაშვილს

July 17, 08:59
0
1263

ჟურნალისტი, ,,ქრონიკა +”-ის რედაქტორი ელისო კილაძე იმ დღეს იხსენებს, როცა მისი შვილი უკანონოდ დააკავეს, რაშიც სუს-ის მაშინდელი მაღალჩინოსანი, სოსო გოგაშვილი მონაწილეობდა.
,,ჩემი ცხოვრების წყალგამყოფი 13 მარტია. გაზეთის დღეა, ოფისში ვართ, სამი საათია, დათოს ბანკში გადასახდელ ფულს ვაძლევ. მოვიდა, ჩამეხუტა და კარებში გასვლისას რაღაცნაირად მოიხედა უკან. იმ საღამოს დაიჭირეს, მანქანა დაატაკეს და ისე,
ნარკოტიკის ჩადების მერე ბორკილები რომ დაადეს და მიწაზე პირქვე დააგდეს, ფოტო გადაუღეს,და გოგაშვილს გაუგზავნეს. იმავე ღამეს მოვიდა შუამავალი, გაზეთი გადააფორმე და ექსპერტიზაზე ამოღებული ფხვნილი სოდა იქნებაო.
უარი ვუთხარი. სახლში გამთენიისას მოვედი ტელეფონის დასატენად და ტროლ-ბოტების არმია ჩემს შვილზე ათას სიბინძურეს წერდა.
ნინო ჯღარკავა, ირაკლი ზაქარეიშვილი, დავით ახრახაძე, მალხაზ თოფურია, ლაშა ნადარეიშვილი, ,,ასავალ-დასავალი”, ქეთინო ზარნაძე, ვერა ციცინო ხარაბაძე, დარეჯან ლიპარტელიანი, გიორგი მამაცაშვილი, ირაკლი ლატარია, შაკო კუჭაშვილი, თამარ იარაჯული – ეს გოგაშვილის აგენტების არასრული სიაა.
განსაკუთრებული ღვარძლით ჯღარკავა გამოირჩეოდა – ფრაზებიც მახსოვს, ელისოვიჩი დაიჭირესო, ღლიცინებდა თიასთან [გოგაშვილის ცოლი] ერთად.
ღამეებს ვათენებდით ფბ-ზე და ყველა ტროლს პასუხს ვცემდით ამ სიბინძურეზე.
3 აპრილს სახლთან ჩემს მეგობარს, გელა ხვედელიძეს დაესხნენ თავს, და ხელახლა დაიწყო სიბინძურეების ახალი კასკადი, ავანგარდში აქაც ჯღარკავა და ,,ასავალ-დასავალი” იყო. გია ბერძენაძე მიემატათ ინტერვიუებით!
მერე ,,რეპორტიორს” დაუკვეთა ,,მხილების” კამპანია და უბინძურესი სტატიები წერა გიორგი მამაცაშვილმა (ელისოს ცოდვის ჭაობიო, ამ მართლა ცოდვიანებმა), დიმიტრი (ნესტან) ჩუბინიძის და ირინა გოგოსაშვილის ინტერვიუებით. ვიღაც გვარებს ატრიალებდნენ წყაროებიო – ხალხს არც კი ვიცნობდი. ოთხი თვე არც ერთი ღამე არ მიძინია, ოთხი თვე ყოველდღიური ომი იყო ამ ზნედაცემულ ხროვასთან. რატომ მოვიგე?
იმიტომ, რომ ციხეში ჩემი შვილი არ გატყდა, არ აღიარა, არ დათმო და ჩემი სიმართლის გატანაში უკან არ დაიხია. არ გატყდნენ ჩემი მეგობრები, ჩემი მოსიაშვილი მაკა,რომელმაც დაიწყო ,,ქრონიკა +”-ში გოგაშვილის მხილების კამპანია.
არ გატყდნენ უბრალო ადამიანები, დადიოდნენ, მამხნევებდნენ, არ გატყდა მედია – ერთად ვეძებდით ფაქტებს, მოსამართლის დიპლომებს, დარღვევებს!
და იყო ერთი გოგო, შორენა ლალიაშვილი, რომელმაც დათოს დაჭერა ფირზე გადაიღო, ტელეფონი დაულეწეს, მაგრამ მეხსიერების ბარათი გადაარჩინა და მომიტანა.
ვალერი გელბახიანი, ნათია კორკოტაძე და არჩილ ჩუბინიძე – სამივე ადვოკატი ასევე ბულინგის და თავდასხმის მსხვერპლი იყო გოგაშვილის მხრიდან.
ამ ყველაფერს ჩემი ლიზა კითხულობდა, დიდი გოგო იყო უკვე იმ დროს და მისი სათქმელი იმ ფრაზაში ჩაატია, რომელიც დათოს მესენჯერში მისწერა-მიყვარხარო. პერიოდულად წერდა პატიმარ მამას და პასუხებს მე ვცემდი….
რომელი ერთი გავიხსენო… მე არ ვიცი, წუხელ,კპზ-ში გავახსენდი თუ არა სოსო გოგაშვილს, მის ცოლს, რომელიც დაკავებისას გაკიოდა, შვილები დამეზაფრაო,-ახსოვს თუ არა, როგორ ღლიცინებდა ჩემზე ჯღარკავასთან ერთად, მაგრამ
მე მახსოვს, ყველა დეტალი, ყველა საათი და წუთი, ცხოვრება იმიტომაა ბუმერანგი, ის ხალხი, ვისაც ჩემზე სიბინძურეების წერაში ფულს უხდიდა, ახლა მასზე წერს!
და რამდენიმე სტატუსს წავაწყდი – გოგაშვილი პოლიტპატიმარიაო.
პოლიტპატიმარი კი არა, ფსკერია, სპეცსამსახურიდან ფაილების მოპარვა როდის მერე პრავდება?! სოსო გოგაშვილს წინ დიდი გზა აქვს – კარანტინში კარი რომ მოიხურება მის ზურგსუკან,მერე ვნახოთ … სე ლა ვი, – როგორც ფრანგები იტყვიან, ასეთია ცხოვრება! დათომ მისი სათქმელი იმ პატარა წერილში ჩაატია,ციხიდან რომ გამოუგზავნა სოსოს”, – წერს ელისო კილაძე.

Cesko