24 Views
კაცი, რომელმაც პროტესტის ნიშნად პარლამენტთან ბენზინი გადაისხა გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, მისი სხეულის დამწვრობა 70%-ს აღემატებოდა.
შეგახსენებთ, რომ 2 ივლის “ალტ-ინფოს” აქციაზე ერთ-ერთმა მონაწილემ პროტესტის ნიშნად ბენზინი გადაისხა.
გვერდში მყოფებმა ის თავდაპირველად წყალში ჩააგდეს, მოგვიანებით კი სამკურნალოდ კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.