“ავად ხართ თქვენ და არ იცით… და თუ იცით და მაინც მანდა ხართ, – მთლად უარესი…” – გრინ ბარეტი

July 14, 10:50
0
725

ჟურნალისტი, გრინ ბარეტი სოციალურ ქსელში წერს:

“ვისაც ახსოვს წინაზე დავწერე, ურეკში, სამანქანო გზაზე რუსი ბავშვი წაიქცა და დედამისის განწირულ კივილზე ღია კაფედან “ახალმა ქართველმა” გამოსძახა, – ეგდოს, ერთი რუსით ნაკლები იქნებაო…
ამაზე აქ ხო, და – პირად საუბრებშიც სულ გადამაყენეს ჭკუიდან. ამართლებენ იმას,
აბა რუსები რომ ოკუპანტები არიანო?!!
აბა უკრაინელ ბავშვებს რომ კლავენო?!!
აბა 20% – ო!..
აბა ყირიმიო!..
აბა სამაჩაბლოო!..
(აფხაზეთი აღარც ახსოვთ)
ერთმა სოლიდურმა კაცმა:  “მივიდოდი, პირში მივცემდი (ხუთიოდე წლის ბავშვზეა ლაპარაკი) მერე თავზე ფეხს დავადგამდი და გავსრისავდიო… თან ხელებ- ფეხებითა და სახის გამომეტყველებით მაჩვენა როგორ იზამდა ამ ყველაფერს…”…
(თუ ვაჭარბებდე ან რამეს ვამატებდე, ბო@ის შვილი ვიყო…)
მე რუსეთუმემ კიდევ, ამის შემდეგ, ამ ნაროდისთვის, ავდექი და იურა შატუნოვის სიკვდილზე დავწერე, გული აუჩუყდებათ მეთქი… – რა სასაცილოა…
ერთი ოცი ქალის და კაცის მიბლოკვა მომიხდა სხვანაირად რომ ვერ ჩავაცხრე ამათი შხამი და ღვარძლი…
მოკლედ… – ავად ხართ თქვენ და არ იცით…
და თუ იცით და მაინც მანდა ხართ, – მთლად უარესი..”

Cesko