27 Views
ახლახანს ნანუკამ საზოგადოებას სამწუხარო ამბავი ამცნო. ნანუკა ჟორჟოლიანი კოვიდინფიცირებულია და გადაცემის სეზონის დახურვა დაგეგმილზე ადრე მოუწია. როგორც შოუს ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე ნანუკა ჟორჟოლიანი წერს, გადაცემა სექტემბერში დაბრუნდება ეთერში.
“საზაფხულო ეთერის დასრულებას არ ვაპირებდით ასე ადრე, კოვიდმა მომისწრო (მოგვიანებით დეტალურად მოგიყვებით კოვიდზე) ამიტომ ვერ დაგემშვიდობეთ და ფეისბუქით გატყობინებთ, რომ დავბრუნდებით ეთერში სექტემბერში.
ახალი ძალებით, ახალი ენერგიით, ახალი იდეებით, რაც მთავარია.
სექტემბრამდე ჩემო საყვარელო ადამიანებო”, – წერს გადაცემის წამყვანი.