“ამგვარი ჰეროიზაცია, ცუდად მთავრდება, როგორც წესი, მორიგი სამხედრო ავანტიურით – ოპო-ტელევიზიები მილიტარიზაციას და ნაცისტურ აზროვნებას ემსახურებიან”

July 7, 15:48
0
543

რაც მოგესურვებათ ის იფიქრეთ ჩემზე, მაგრამ ეს უნდა ვთქვა. გაფრთხილებთ, სავსებით შეგნებული მაქვს, რომ ჩემი პოზიცია არაპოპულარულია. ყოველ შემთხვევაში, ამ თემაზე ლაპარაკს ბევრი გაურბის.
როდესაც ქართული ტელევიზია (გუშინ აქუსთან “კავკასიაზე”, დღეს “ტვ პირველზე”) პატიჟებს და რეკლამირებას უწევს უკრაინიდან ჩამოსულ ქართველ მებრძოლს და მის გმირობებს, ესაა, ჩემი აზრით, ამორალობაც და ანტისახელმწიფოებრივი ქმედებაც ერთდროულად – რაგინდ არა მამაციც და ტანჯულიც არ იყოს თავად ის ბეწვზე გადარჩენილი მებრძოლი (მისი პროფესია კი უცხო მხარეს ადამიანების ხოცვაა) პერსონალურად.

იმ კაცს საამისოდ ათასი პირადი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს, კანონიერი შურისძიების გრძნობაც ამოძრავებდეს, მაგრამ ჩვენი სახელმწიფოს პოლიტიკა არაა ასეთი.

ეს ოპო-ტელევიზიები კი ამგვარი რეკლამით რეალურად მხოლოდ ზედმეტ მილიტარიზაციას და ნაცისტურ აზროვნებას ემსახურებიან. ამგვარი ჰეროიზაცია ცუდად მთავრდება ხოლმე – როგორც წესი, მორიგი სამხედრო ავანტიურით.
და მერე გაგიკვირდებათ თუ ვინმე იკითხავს: თქვენ რა, ომი გინდათ?
გ.ლ.

გოგი ლორთქიფანიძე, მწერალი; სოციალური ქსელი

 

Cesko