“დარჩით თავშესაფარში..” – უმძიმესი ინფორმაცია უკრაინიდან

July 6, 00:08
0
899

ქალაქ სლავიანსკის დაბომბვის შედეგად სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა და შვიდი დაშავდა. ამის შესახებ, სოციალურ ქსელში ქალაქის ადმინისტრაცია წერს.

წინასწარი მონაცემებით, ქალაქის დღევანდელი მასიური დაბომბვის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. დაშავდა შვიდი. დარტყმების შედეგად ცენტრალურ ბაზარს ცეცხლი გაუჩნდა. ასევე, დაზარალდა ქალაქის ცენტრალური უბანი, მიკრორაიონი „ვარშავა“, სევერნი, სლავკურორტი. ზარალის ოდენობა ჯერჯერობით დაუდგენელია.

სლავიანსკის მერმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მიმდინარეობს ქალაქის მასიური დაბომბვა და მოსახლეობას თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდა.

Cesko