“გუშინდელი აქციის მერე ვაკვირდები ქოცების რეაქციებს და რა უხარიათ?- გრიგოლია

0
886
19 Views

ჟურნალისტი, ინგა გრიგოლია:

“გუშინდელი აქციის მერე ვაკვირდები ქოცების რეაქციებს და რა უხარიათ?

სრულიად განსხვავებული პოლიტიკური გემოვნების ათასობით ადამიანი რომ ყოველგვარი პარტიული ორგანიზების გარეშე, ქუჩაში გამოდის და მათ ანტიდასავლურ პოლიტიკას უპირისპირდება? დეპუტატ დიტოსებრთა პროვოკაციას რომ არ ეგება ძალიან გონიერი და მშვიდობიანი აქციები და გინების საპასუხოდ, პარტიის ოფისში რომ არ იჭრება? უამრავი პოლიციელის დაცვით რომ არიან დიდგულზე ,თვითდამშვიდების რეჟიმში ,გამაგრებულები ოფისებში, ეგ ახარებთ?

ყველაზე მაგარი, რაც ამ დღეებში მოხდა, ისაა, რომ ყველამ დავიჯერეთ-გვაქვს ნება და ძალა, სწორედ მშვიდობიანად და ერთად დგომით დავაყენოთ ცვლილებები ამ ქვეყანაში! რამდენჯერაც საჭირო იქნება, იმდენჯერ იდგება უამრავი ადამიანი საპროტესტო აქციებზე. ყველაფერი წინ აქვთ (რა მოკლევადიანი სიხარულები ჰყოფნით თურმე). ძაან უნდოდათ ვინმე სადმე შეჭრილიყო, მაგრამ ნურას უკაცრავად… არავინ წამოეგება სუსის სურვილებს.”

Cesko